FM97.5 / LIVE

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2016
ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში საცხოვრებელი ადგილიდან შორ მანძილზე მსახურობს და პირველი კონტრაქტიც დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მსახურის შესაძლებლობა ეძლევა.

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანებით, ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში საცხოვრებელი ადგილიდან შორ მანძილზე მსახურობს და პირველი კონტრაქტიც დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მსახურის შესაძლებლობა ეძლევა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ეს დაპირება ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ მისცა. ორი დღის წინ კი თინათინ ხიდაშელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მიცემული პირობის აღსრულება პირადად აცნობა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ტიპის მსხვერპლის გაღებასთან, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და არ ემსახურება არც სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას და არც საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას.

„ჩვენ რამოდენიმე თვის წინ ვიყავით ამ ბატალიონში. შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფების მსგავსად, ამ ბატალიონის ერთ-ერთი პრობლემა სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ადგილიდან შორს ყოფნაა, რადგან დანაყოფი საზღვრის უკიდურეს ნაწილშია განთავსებული. პრობლემა, რომელიც პირად შემადგენლობას ჰქონდა, ეს იყო მანძილი საცხოვრებელ ადგილსა და სამხედრო ნაწილს შორის. ბუნებრივია, ყველა სამხედრო მოსამსახურეს თანაბარი ანაზღაურება აქვს. ეს ანაზღაურება არათანაბრად ნაწილდება მგზავრობის დროს, რადგან სამხედროს, რომელიც მოშორებით ცხოვრობს, მნიშვნელოვნად მეტი ეხარჯება. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემები აქვს - ზოგს მშობლები ჰყავთ ავად, ზოგი კი მრავალშვილიანია. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ ბიჭებს შევპირდით, რომ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ძალიან კონკრეტული პრობლემა ჰქონდათ და, პრაქტიკულად, თვეების განმავლობაში ვერ ნახულობდნენ საკუთარ ოჯახებს, დავეხმარებოდით. ორმოცდათორმეტივე სამხედრო მოსამსახურე უკვე გადანიშნულია საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან უფრო ახლოს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გამოიცა ბრძანება, რომლითაც პირველი კონტრაქტის დამთავრების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, არჩევანის მიხედვით საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ.

„როცა ადამიანი ერთი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჯარში რჩება, ეს ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის მისი უფლება-მოვალეობები და ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რატომ უნდა ქვეყნის სამსახური სამხედრო ფორმაში. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ მათ ხელოვნური ბარიერების მოხსნაში და არ დავაშოროთ ოჯახებს არასაჭირო ვითარებაში, არასაჭირო გარემოებების გამო“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძესთან და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალ, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად ესტუმრა.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ [R]
III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა [Video]
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა [R]
  სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები   გაწვრთნიან
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომში სამხრედრო ტექნიკაც მუშაობს