FM97.5 / LIVE

ზანავში ჩხუბის საქმეს დაზარალებულის მამის წერილი დაერთო

მთავარისიახლე, სამართალი 18.07.2016
სოფელ პატარა ზანავში პოლიტიკური მოტივით მომხდარი ჩხუბის შესახებ ლევან ხოზრევანიძის წერილში მოყვანილ ფაქტებს შსს სწავლობს;

ზანავში ჩხუბის საქმეს დაზარალებულის მამის წერილი დაერთო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ზანავში მცხვრები ლევან ხოზრევანიძე სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში შეტანილ წერილზე პასუხს ამ დრომდე ელოდება. მან დეპარტამენტის დირექტორს თეიმურაზ კალნდაძეს წერილობით 14 ივნისს მიმართა.

ხოზრევანიძე წერილში, მისი შვილის როლანდ ხოზრევანიძის სოფელში ცემის ფაქტს აღწერს და დამნაშავის დასჯას სსკ–ის 239–ე მუხლით ითხოვს, რაც ხულიგნობას ნიშნავს. წერილს ხელს 24 ადგილობრივი აწერს.

შემთხვევა პატარა ზანავში 3 ივნისს მოხდა. შელაპარაკების ფაქტზე კი ძიება სსკ–ის 120–ე მუხლით დაიწყო და განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის პასუხისგებაში 65 წლის შ.შაინიძეც მისცეს. თუმცა, ხზორევანიძეები შ.შაინიძის უფრო მძიმე მუხლით გასამართლებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძიება სსკ–ის 120–ე მუხლით მიმდინარეობს და ხოზრევანძის წერილი სწორედ ამ საქმეს დაერთო: „ამ წერილში მოყვანილ ფაქტებსაც შეისწავლიან“.

შ. შაინიძის წინასასამართლო სხდომა კი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 23 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, პატარა ზანავში 3 ივნისს ერთმანეთს ხოზრევანიძეები და შაინიძეები დაუპირისპირდნენ. ორი გვარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩხუბის მოტივი პოლიტიკური შეხედულებები იყო. ხოზრევანიძეები „ოცნებას“ შაინიძეები კი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზანავში ჩხუბის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება
ორ ბანაკად გაყოფილი სოფელი ზანავი – დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით
ზანავის ჩხუბის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
ახალციხეში 27 წლის კაცის ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
სოფელ ზანავში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ახალციხელი ახალგაზრდის  გარდაცვალების ფაქტზე ძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო
გიორგი კაპანაძის შესაძლო ცემის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის