FM97.5 / LIVE

მიწის რეგისტრაცია მარტივდება – დეტალებზე დღეს სამცხე–ჯავახეთში იმსჯელეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.07.2016
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ის საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს, რომლის შედეგად მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს.

მიწის რეგისტრაცია მარტივდება – დეტალებზე დღეს სამცხე–ჯავახეთში იმსჯელეს

შეხვედრას, რომელიც ახალციხის იუსტიციის სახლში გაიმართა, მხარის გამგებლები, საკრებულოს, მიწის კომისიებისა და ქონების მართვის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურადხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. ცვლილებების მიზანი კი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.

კანონპროექტის თანახმად, მოიხსნება ის ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს მიწის რეგისტრაციის პროცესში ექმნებოდა, რეგისტრაციის პროცედურა კი წახალისდება. ახალი ინიციატივები უძრავი ქონებისრეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან ერთად მესაკუთრის უფლებების დაცვაზეც იქნება ორიენტირებული.

როგორც საჯარო რეესტრში აცხადებენ, პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების დადგენისა და მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევის კუთხით, მჭიდროდ იქნებიან ჩართული ადგილობრივითვი თმმართველობის ორგანოები.

იუსტიცისს სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. კერძოდ, დღეისთვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას მიწის მარტივი რეგისტრაციისთვისხელისშემშლელი პრობლემები გამოვლინდა და მათ აღმოსაფხვრელად სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. კერძოდ:

• შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან
პირველი სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მხოლოდ სერტიფიცირებული ამზომველების მიერ შესრულებული აზომვითინახაზის წარდგენა იქნება შესაძლებელი. ამზომველების სერთიფიცირებას ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს“ მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციები განახორციელებენ.

აზომვითი ნახაზი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მთავარი მონაცემია, თუმცა დღესდღეობით საამზომველო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილის მიერ შესრულებული სამუშაო, კვალიფიკაცია, აპარატურა თუ უნარ-ჩვევები თანამედროვე სტანდარტებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა კი ხშირად მიწის რეგისტრაციის ხელშემშლელი ფაქტორი ხდება, ახალი აზომვის ჩატარების აუცილებლობას ან პრობლემის სასამართლოს გზით მოგვარებას იწვევს, რაც მოქალაქეებისგან დამატებით დროსა და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს.

ახალი ინიციატივის შედეგად, ამგვარი შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, საჯარო რეესტრში კი კიდევ უფრო მაღალი სიზუსტისა და ხარისხის მონაცემები მოიყრის თავს.

აღსანიშნავია, რომ თუ ახლა საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის სისწორეზე პასუხისმგებელი მოქალაქე იყო, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს პასუხისმგებლობა ნახაზის შემსრულებელს - სერტიფიცირებულამზომველს დაეკისრება. ამას გარდა, ხშირად ამზომველები აზომვითი ნახაზებს ოფისიდან გაუსვლელად ასრულებენ, რაც ასევე რეგისტრაციის პროცესში გარკვეული ცდომილების მიზეზი ხდება. სერტიფიცირებული ამზომველის ერთ-ერთი ვალდებულება კი უშუალოდ ადგილზე გასვლაც იქნება.

"აღსანიშნავია, რომ ინიციატივა უფრო მეტად დაცულს ხდის, როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს. სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორც აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს „გადაფარვებისა“ და საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკს. კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა კი მოთხოვნადი გახდება", -აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

• სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში

დღესდღეობით მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა − სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქესსაჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.

ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა − ვეღარ შეუშლის ხელს მიწის რეგისტრაციას, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელიმისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.

გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებულ იქნება ფაქტების კონსტატაცია. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრებისდადგენის ნაწილში, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი.

• სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება

მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის,მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად − სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი − ისარგებლოსმედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურადდაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.

[sknews.ge]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
საჯარო რეესტრი მოქალაქეებს აფრთხილებს
მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა [R]
დღეიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა
სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება [R]
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის
 საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი [R]