FM97.5 / LIVE

მოსავლის აღების სამუშაოებში აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩაერთვება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 18.07.2016
საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეთანხმებთ საქართველოში მოსავლის აღების სამუშაოებში აზერბაიჯანის სასოფლო-სამურენო ტექნიკა ჩაერთვება

მოსავლის აღების სამუშაოებში აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩაერთვება [R]

წელს საქართველოში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. უამინდობის გამო ალოობა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თითქმის ერთდროულად დაიწყო. მოსავლის აღების სამუშაოებში სრულად არის ჩართული შპს "მექანიზატორის" სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - 86 ერთეული კომბაინი. პროცესში ჩართულია კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.

მიუხედავად ამისა, უხვი ნალექის გამო მოსავლის აღების სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ ზოგიერთ რაიონში ტექნიკით მომსახურების დეფიციტი შექმნა.

მოსავლის აღების შეუფერხებლად და აგროვადების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი კომბაინები აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოსავლის აღების სამუშაოებში ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩართული.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საქართველოში შემოსვლის პროცესს ,"წითელი ხიდის" სასაზღვრო - საბაჟო გამშვებ პუნქტზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრო.

"საქართველოში წინა წლებთან შედარებით, თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. საშუალო მოსავლიანობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც - ქვეყნის მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფერმერებს აგროვადების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყონ მოსავლის აღება და დაბინავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

[sknews.ge]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წელს ქვეყანაში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია [R]
კახეთში ალოობა დაიწყო [R]
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს [R]
სტიქიით დაზარალებულები სასოფლო-სამეურნეო პრეპარატებს მიიღებენ [R]
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
ვაუჩერების მორიგი აქცია