"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

„X ჯგუფის“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 16.07.2016
ბაკურიანში მიწების საქმეზე, თაღლითობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ მეტრეველი პატიმრობაში რჩება.

„X ჯგუფის“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
დღეს, 16 ივლისს, ახალციხის რაინულ სასამართლოში თაღლითობაში დახმარების ბრალდებით, ბორჯომში მიწის ამზომველი კომპანიის 50%–იანი წილის მფლობელის ნიკოლოზ მეტრეველის აღკვეთის ღონისძიების შეფრდებაზე იმსჯელეს.

სასამართლო პრიოცესისი დაწყებისას ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა: „ბაკურიანის მიწების საქმეზე გამოძიება 2006 წლის 19 ოქრტომბერს დაიწყო. იმ პერიოდში თქვენ მუშაობდით ახალციხის პროკურატურაში გამომძიებლად და სწორედ ამ საქმეზე გაქვთ საგამძიებო მოქმედებები ჩატარებული“.

მოსამართლემ ადვოკატს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ჯეირანაშვილის განმარტებით, იგი ახალციხის რაიონულ პროკურატურაში 2007–2008 წლებში მუშაობდა: „ნიკოლოზ მეტრეველს იმ ეპიზოდებში ედავება პროკურატურა, რომლებიც 2015–2016 წლებში აქვს ჩადენილი. შესაბამისად მე მის საქმესთან დაკავშირებით არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩამიტარებია“.

პროკურორ პეტრე მანველიშვილის განცხადებით, ნიკოზ მეტრეველი ბაკურიანის მიწებს უკანანოდ ითვისებდა და უკანონო დოკუმეტებს ამზადებდა ამით კი სახელმწიფოს დიდი ოდენობის ზარალი მიაყენა. მანველიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ითხოვა: „თუ ის თავისუფლებაში დარჩება, შესაძლოა მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს, ან ქვეყანა დატოვოს“.

არ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარე. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს, 50 000 ლარის შეფარდება ითხოვა.

„თქვენ არ გაქვთ კონკრეტული მტკიცებულებები ნიკოლოზის წინააღმდეგ. ეს არის სახელმწიფოს დიდი შეცდომა. შემოსავლისა და მამის გარეშე ტოვებთ სამ მცირეწლოვან ბავშვს“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ.

გოჩა ჯეირნაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად საათზე მეტი დასჭირდა. მან პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

"მოგეხსენებათ ნიკოლოზს ბრალი ედება არაერთ ეპიზოდში. თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ის კვლავ გააგრძელებდა დანაშაულის ჩადენას“,–განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მანველიშვილმა.

ადვოკატმა კი პროკურატურისა და სასამართლოს უსამართლო ქმედებებზე გააკეთა აქცენტი: „საქართველოს პროკურატურა შპს–დ გარდაიქმნა. ამას კი ხელი სასამართლოს გარდაცვალებამ შეუწყო“.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მოულოდნელი აღმოჩნდა ნიკოლოზ მეტრეველის მამისთვის. თამაზ მეტრეველმა განაცხადა, რომ შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მეტრეველი 14 ივლისს,დღის პირველ ნახევარში, ბორჯომში სამუშაო ოთახში სასამართლოს განჩინებით დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი, ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, ამ დრომდე, ბაკურიანში მიწების საქმეზე დაკავებული ხუთი პირის მიწების საკადასტრო ნახაზები შესრულებული სწორედ მის კომპანიას აქვს.

მეტრეველი სამართალდამცავებმა სსკ–ის 24–180–ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს. რაც თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
მეტრეველი 2011 წელს ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის გაასამართლეს. მას მაშინ 8 ეპიზოდში ადანაშაულებდნენ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


28.04.2017 საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს

25.04.2017 საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება - შეხვედრა მეორე სკოლაში

24.04.2017 გაზის გათიშვის გამო ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი შეფერხდა

22.04.2017 მოსწავლის ინიციატივა სოფელ დილისკას სკოლისთვის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.04.2017 სამცხე-ჯავახეთში დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს

28.04.2017 საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს

28.04.2017 „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ – აქცია ახალციხეში

28.04.2017 საქართველოს მუნიციპალურ გზებსა და ავტომაგისტრალებზე ვიდეორადარები დამონტაჟდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

18.04.2017 ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

მსგავს თემაზე

ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს
პროკურორი: 'მიწაზე ყალბი დოკუმენტები ბრალდებულის თხოვნით შედგა'
აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვის საქმეზე დაკითხულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
სამცხე–ჯავახეთში დაკავებული 7 პირიდან 6–ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ოთხი ახალგაზრდიდან ორი საპატიმროში შეაბრუნეს