FM97.5 / LIVE

სოფელ მინაძესთან ავტომობილი ხევში გადავარდა

მთავარისიახლე, სამართალი, შემთხვევა 15.07.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძესთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე მტკვრის ხეობაში გადავარდა. მანქანაში მყოფი ორი მგზავრიდან ერთი მსუბუქად დაშავდა.

სოფელ მინაძესთან ავტომობილი ხევში გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 15 ივლისს, დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა. ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი საპირისპირო მხარეს გადავიდა და ხეობაში, მდინარე მტკვართან ჩავარდა.

„წინიდან მანქანა შემომხვდა, აცილება ვცადე, მუხრუჭს დავაჭირე, ამ დროს მეორე მანქანაც მოდიოდა, ვცადე ჩემი მანქანა გამესწორებინა, მაგრამ მომასრიალა და ხევში გადავვარდით“, – ამბობს შპს „ეკომედის“ თანამშრომელი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

მისი თქმით, მანქანაში მისი თანამშრომელიც იმყოფებოდა, რომელიც სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის ერთ–ერთ კლინიკაში გადაიყვანა: „თავზე და მუხლზე ჰქონდა ნაკაწრი. გადაიყვანეს შემოწმების მიზნით. მე არაფერი დამშავებია და არ დამჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა“.

შპს „ეკომედი“ კლინიკებიდან სამედიცინო ნარჩენების გატანა – უტილზაციას უზრუნველყოფს. აღნიშნული მანქანით „ეკომედის“ თანამშრომლებს სავარაუდოდ სამედიცინო ნარჩენები გადაქონდათ. შემთხვევის ადგილზე მანქანიდან ლურჯი ცელოფნის პარკებით ნარჩენებია გადმოყრილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ახალციხის საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და ევაკუატორი.

შსს–ს ინფორმაციით ძიება სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სოფელ მინაძესთან ავტომობილი ხევში გადავარდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალესთან მანქანა ხევში გადავარდა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ხერთვისთან მანქანა ხევში გადავარდა–არიან დაშავებულები
ბორჯომში ავარიის შედეგად 65 წლის  კაცი დაშავდა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად 20 წლის ბიჭი დაშავდა
ადიგენში ავარიას 59 წლის კაცი ემსხვერპლა