სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 14.07.2016
თაღლითობაში დახმარების ბრალდებით, ბორჯომში მიწის ამზომველი კომპანიის 50%–იანი წილის მფლობელი დააკავეს.

ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს

ნიკოლოზ მეტრეველი დღეს, დღის პირველ ნახევარში, ბორჯომში სამუშაო ოთახში სასამართლოს განჩინებით დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი, ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, ამ დრომდე, ბაკურიანში მიწების საქმეზე დაკავებული ხუთი პირის მიწების საკადასტრო ნახაზები შესრულებული სწორედ მის კომპანიას აქვს.

მეტრეველი სამართალდამცავებმა სსკ–ის 24–180–ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს. რაც თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. მას გამოძიება ექვს ეპიზოდში ედავება.

იგივე საქმეზე ძიება კიდევ ორი მუხლით მიმდინარეობს: სსკ–ის 186–ე, რაც წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა–გასაღებას გულისხმობს და სსკ–ის 362–ე მუხლი, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება– გასაღება –გამოყენებაა.

ამ დრომდე დაკავებულს ბრალი არ წარდგენია. თუმცა მას ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი უკვე ესაუბრა.
„წარდგენილ მუხლში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად“, – აცხადებს მისი ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

მეტრეველი 2011 წელს ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის გაასამართლეს. მას მაშინ 8 ეპიზოდში ადანაშაულებდნენ.
დაკავებულს ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.

შეგახსენებთ, ტყის ნაწილი ბაკურიანში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში ადგილობრივებმა დაისაკუთრეს და ნაწილმა გაყიდა კიდეც, დაყადაღებულია. ყადაღა ამ დროისთვის 46 ნაკვეთს ადევს.

მეტრეველი ბაკურიანის მიწების საქმეზე მეექვსე ბრალდებულია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

18.09.2017 ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება

18.09.2017 ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა

18.09.2017 ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2017 რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია

19.09.2017 დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე

19.09.2017 ‘არ ვიცი რატომ ჩავარტყი დანა, ახლაც მიყვარს’ – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებიდან

19.09.2017 მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
„X ჯგუფის“ მფლობელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ბაკურიანის საქმეზე ბრალი მერვე პირს წაუყენეს
ბაკურიანის მიწების საქმეში  ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა
ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა
პროკურორი: 'მიწაზე ყალბი დოკუმენტები ბრალდებულის თხოვნით შედგა'
ბაკურიანელები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ