FM97.5 / LIVE

ოთარ დანელია ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 14.07.2016
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმში რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" ესწრება.

ოთარ დანელია ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება [R]

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარემ, რასტისლავ კაჩერმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, ნილს სკოტთან ერთად აჭარის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გახსნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაათვალიერებს.

მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“ ბათუმში, 14-15 ივლისს იმართება. კონფერენცია ევროპულ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ყოველწლიური კონფერენცია საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

[sknews.ge]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იოჰანეს ჰანმა  კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა [R]
ბათუმი ევროინტეგრაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
'მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ' – კონფერენცია ევროპის დღეების ფარგლებში
რაზე ისაუბრა დავით ბაქრაძემ ბერლინში, საქართველო–გერმანიის ფორუმზე
ENPARD–ის II ეტაპის საფინანსო შეთანხმება გაფორმდა [R]
ახალქალაქში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
დღეიდან ნატოს კვირეული დაიწყო