FM97.5 / LIVE

ვისთვის ყიდულობს ახალციხის მერია 70 000–ლარიან ხელსაწყოს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.07.2016
ყიდულობს თუ არა მერია ხელსაწყოებს ახალშექმნილი ააიპ–სთვის; მერიაში უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვას ახალი ააიპ–ის ხელძღვანელმა უპასუხა.

ვისთვის ყიდულობს  ახალციხის მერია 70 000–ლარიან ხელსაწყოს
ახალციხის მერიამ დღეს, 12 ივლისს გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოს შესყიდვისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი სამსახურისთვის ყიდულობს მერია ახალ ხელსაწყოს თვითმმართველობიდან წერილობით გამოითხოვა.

„აღნიშნული ხელსაწყოს შეძენა ხორციელდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურისთვის“, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში (N 169/05).

თუმცა, აქვე დასმული მეორე შეკითხვა: ისარგებლებს თუ არა ახალი მოწყობილობით ააიპ „ქალაქ ახალციხის მერიის მდგრადი განვითარების სააგენტო“, მერიამ უპასუხოდ დატოვა.

ის რაზე საუბარიც მერიაში არ ისურვეს ახალ შექმნილი ააიპ–ის ხელმძღვანელმა განგვიმარტა.

„ჩვენ გარდა შენობების დათბუნებისა საკადასტრო ნახაზების შექმნაც გვევალება. რა თქმა უნდა გვჭირდება ეს ხელსაწყო და თან გვჭირდება არა მხოლოდ საკადასტრო ნახაზების გასაკეთებლად, მონაცემთა ბაზების შესაქმნელადაც“, – ამბობს ახალშექმნილი ააიპ–ის ხელმძღვანელი ვაკო ნათენაძე.

პირველად ტენდერი ხელსაწყოების შესაძენად მერიამ 20 ივნისს გამოაცხადა. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე მითითებული შენიშვნის შემდეგ, რომ ტენდერი მორგებული მხოლოდ ერთ კომპანიას იყო, მეიამ სატენდერო მოთხვონები შეცვალა.

თუ რატომ მოუხდა სატენდერო კომისიას დოკუმენტების შეცვლა და იყო თუ არა სატენდერო პირობები მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერესებს მორგებული, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ მერიამ წერილობით ასე უპასუხა: „სატენდერო დოკუმენტაციაში შევიდა ცვლილება კონკურენციის შეზღუდვისა და მიკერძოების თავიდან ასაცილებლად“.

20 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში დოკუმენტების შეცვლის შემდეგ მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, თუმცა ორივემ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. ამიტომ მერიამ ტენდერი, დღეს თავიდან გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ახალი ააიპ–ი მერიაში 17 ივნისს შეიქმნა და ის ენერგოეფექტურობის საკითხებზე იმუშავებს. მისთვის ბიუეჯტიდან 64 ათასი ლარი გაიწერა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ერთ კომპანიაზე მორგებული ტენდერი თუ შეცდომა არაკვალიფიციურობის გამო
16.200 ლარი სასტუმროს მომსახურებისთვის – ახალციხის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
მერიამ „ახალციხელობის“ დღესასწაულისთვის  ტენდერი 55 000 ლარზე გამოაცხადა
ახალციხის მერიამ საახალწლოდ ტენდერი 45 404 ლარზე გამოაცხადა
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
ახალციხის მერიაში 9 თვის წინ შექმნილი ააიპ–ი გაუქმდა
დისკვალიფიკაცია და ჩაშლილი ტენდერი – ახალცხეში პროექტები ფერხდება