FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება

მთავარისიახლე, სამართალი 11.07.2016
ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, სადაც გუშინ 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება. სამართალდამცველები მკვლელობაში ბრალდებულს, 24 წლის ნოდარ ა.–ს მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებინებენ.

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება

შემთხვევის ადგილზე შეკრებილი არიან სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლები. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ვითარების გასაკონტროლებლად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გარდაცვლილების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება სპეცრაზმიც.

შეგახსენებთ, სოფელ ვაჩიანში დედა–შვილები გარდაცვლილები მეზობლებმა, გუშინ, 10 ივლისს ნახეს. ოთახი და გარდაცვლილების გვამები ნაწილობრივ დამწვარი იყო.

ვაჩიანში მომხდარი მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გახსნა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია 24 წლის ნოდარ ა. იგი ჩადენილს აღიარებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა", – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვაჩიანში ვარაუდობენ, რომ ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავდა. თუმცა, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

სოფელ ვაჩიანში მომხდარ ოთხმაგ მკვლელობაზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია
ახალქალაქში მოკლული დედა–შვილები ვაჩიანში, ახლობლის სახლში გადაასვენეს
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან
ახალქალაქში, დედა–შვილების სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები
ახალქალაქში, დედა–შვილების გარდაცვალებაზე, ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო