FM97.5 / LIVE

ახალქალაქში მოკლული დედა–შვილები ვაჩიანში, ახლობლის სახლში გადაასვენეს

მთავარისიახლე, სამართალი 11.07.2016
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში მოკლული დედა და მისი სამი შვილი ექსპერტიზის ბიუროდან ვაჩიანში, ახლობლის სახლში გადაასვენეს.

ახალქალაქში მოკლული დედა–შვილები ვაჩიანში, ახლობლის სახლში გადაასვენეს

როდის დაკრძალავენ გარდაცვლილებს, ჯერ უცნობია. მომხდარის შესახებ არაფერი იცის ოჯახის უფროსმა, რომელიც რუსეთში, ხაბაროვსკში, სეზონურ სამუშაოზეა წასული.

სოფელ ვაჩიანში ამბობენ, რომ მას უთხრეს, რომ მამა ჰყავს ცუდად და საქართველოში ხვალ დაბრუნდება: "დილით უკვე ერევანში იქნება და შემდეგ ახალქალაქში ჩამოვა".

შეგახსენებთ, სოფელ ვაჩიანში დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი, 18, 16 და 5 წლისები, 10 ივლისს მოკლეს. საქმე უკვე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 24 წლის ნოდარ ა. დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს–ს ინფორმაციით, ნოდარ ა.-მ კაჩოტიანების საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

ახალქალაქში მოკლული დედა–შვილები ვაჩიანში, ახლობლის სახლში გადაასვენეს

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება
შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს
სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა
Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან