FM97.5 / LIVE

შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია

მთავარისიახლე, სამართალი 11.07.2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, დედისა და მისი სამი შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია.

შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია

შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა", – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნოდარ ა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დააკავეს: "შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები".

როგორც შსს–ში აცხადებენ, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ივლისს, ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, მეზობლებმა დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მომხდარზე ძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას. თუმცა, მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა.

შსს–ს მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "სამხრეთის კარიბჭეს" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილიდან იტყობინებდა, რომ ადგილზე სამართალდამცველები ირკიბებოდნენ.

შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია
[ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება
ახალქალაქში მოკლული დედა–შვილები ვაჩიანში, ახლობლის სახლში გადაასვენეს
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ახალქალაქში, დედა–შვილების გარდაცვალებაზე, ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს