FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან

მთავარისიახლე, სამართალი 11.07.2016
ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, შემთხვევის ადგილზე, სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამმართველოების თანამშრომლები და ექსპერტ–კრიმინალისტები იმყოფებიან. "სამხრეთის კარიბჭეს" გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციელები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან

როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სამართალდამცველებმა ჟურალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიციის ორი პიკაპიც მივიდა.

ერთ–ერთმა პოლიციელმა პირად საუბარში ჟურნალისტს უთხრა, რომ უწყება მალე გაავრცელებს ოპერატიულ მასალას.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ივლისს, ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, მეზობლებმა დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მომხდარს 109–ე მუხლის მე–3 ნაწილით იძიებენ. აღნიშნული მუხლი გულისხმობს რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

დღეს დილიდან ვაჩიანის მცხოვრებთა ნაწილი ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე ჰყავდათ. გამოცემა jnews-ი წერს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, მომხდარში სამი ბრალდებულია. ერთ–ერთი მათგანი დაკავებულია და იგი ჩადენილს აღიარებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია
ახალქალაქში, დედა–შვილების სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები
ახალქალაქში, დედა–შვილების გარდაცვალებაზე, ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება
ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს
სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა