FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, დედა–შვილების სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 11.07.2016
გამოცემა Jnews.ge ახალქალაქში, დედა–შვილების სავარაუდო მკვლელობაზე ახალ დეტალებს აქვეყნებს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარში ბრალდებული დაკავებულია.

ახალქალაქში, დედა–შვილების სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები
jnews-ის ფოტო

Jnews.ge –ს ინფორმაციით, სოფელ ვაჩიანში, კაჩოიანების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული დღეს დააკავეს. იგი იმავე სოფლის მცხოვრებია და შემთხვევის ადგილზე მარტო არ ყოფილა, თანამზრახველი ჰყავდა.

როგორც Jnews.ge , წყაროზე დაყრდნობით წერს, ბრალდებულები 10 ივლისს, ღამით შევიდნენ სახლში, გასაქურდად. დიასახლისმა წინააღმდეგობა გაუწია და თავში 'არმატურა' ჩაარტყეს. ამის შემდეგ მოკლეს ბავშვებიც.

Jnews.ge –ს ინფორმაციით, ნახევარი საათის წინ, სოფელ ვაჩიანში, სამართალდამცველები ისევ მუშაობდნენ. ისინი კვალს ეძებდნენ. ამ წუთებში ახალქალაქის პოლიციაში სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლები დაკითხვაზე ჰყავთ. დაკითხვაზე შეყვანილების ახლობლები კი პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილი და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. Jnews.ge წერს რომ მის რეპორტიორებს შენობასთან ახლოს არ უშვებენ.

არის თუ არა ვინმე ნამდილად დაკავებული, „სამხრეთის კარიბჭემ“ გარკვევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.

„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილით“, – განაცხადეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ივლისს, ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, მეზობლებმა დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ სამუშაო ჯგუფს სახლი და გვამები ნაწილობრივ დამწვარი დახვდა.

ახალქალაქი–ნინოწმინდის რაიონული პროკურორის მოადგილის ვასილ ოსიძის განმარტებით, მომხდარზე ძიება თავდაპირველად 240–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას. თუმცა, მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა. ამ ეტაპზე საქმეს 109–ე მუხლის მე–3 ნაწილით იძიებენ. აღნიშნული მუხლი გულისხმობს რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2020 საქართველოში ორი დღის განმავლობაში წვიმაა ნავარაუდევი

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია
ახალქალაქში, დედა–შვილების გარდაცვალებაზე, ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან
ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს
შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება
სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა