FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, დედა–შვილების გარდაცვალებაზე, ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მთავარისამართალი 11.07.2016
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში, დედისა და მისი სამი შვილის გარდაცვალების შემთხვევაზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

ახალქალაქში, დედა–შვილების გარდაცვალებაზე, ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ახალქალაქი–ნინოწმინდის რაიონული პროკურორის მოადგილის ვასილ ოსიძის განმარტებით, მომხდარზე ძიება თავდაპირველად 240–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას. თუმცა, მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საქმეს 109–ე მუხლის მე–3 ნაწილით იძიებენ. აღნიშნული მუხლი გულისხმობს რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კითხვაზე, რამ გამოიწვია საქმის გადაკვალიფიცირება, ხომ არ აღენიშნებათ გარდაცვლილებს ძალადობის კვალი, პროკურორი გვპასუხობს, რომ ესეც არის: „ძალადობის კვალიც არის გვამებზე და გარდა ამისა, ორი ან მეტი პირის სიკვდილია და ეს პირდაპირ გვაძლევს საფუძველს, რომ ამ მუხლით დავიწყოთ ძიება“.

როგორც პროკურორი განმარტავს, მომხდარიდან ჯერ 24 საათიც არ არის გასული. ამ დროისათვის სამედიცინო ექსპერტიზაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დაინიშნება ყველა საჭირო ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ივლისს, ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, მეზობლებმა დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი (18, 16 და 5 წლის ასაკის) საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ სამუშაო ჯგუფს სახლი და გვამები ნაწილობრივ დამწვარი დახვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, დედა–შვილების სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები
შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია
ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება
Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია
სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა