FM97.5 / LIVE

ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს

მთავარისიახლე, სამართალი, შემთხვევა 10.07.2016
ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, მეზობლებმა დედა და მისი სამი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს, სახლი და გვამები დამწვარია. მომხდარის მიზეზებზე ჯერ ვერავინ საუბრობს.

ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს

მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო jnews.ge ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 10 ივლისს, შუადღეს, სოფელ ვაჩიანში მეზობლებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილები ნახეს დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი, 18, 16 და 5 წლის ასაკის (შესაძლოა ასაკში ოდნავი ცდომილება იყოს). jnews-ის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, გარდაცვლილებს ჯერ ექსპერტიზა უტარდებათ.

როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს დამწვარი სახლი და სამი გარდაცვლილი დახვდა: დედა და ორი შვილი, გვამები დამწვარი იყო. მათივე ინფორმაციით, მეოთხე გარდაცვლილს ეძებდნენ, თუმცა ვერ ნახეს.

მომხდარს ადასტურებს ახალქალაქის გამგებელი ედუარდ აღასარიანი. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, ვაჩიანში მომხდარის შესახებ შეიტყვეს, თუმცა, ჯერ დეტალები არ იციან.

მომხდარის შესახებ "სამხრეთის კარიბჭესგან" შეიტყო და შემდეგ დეტალების გადამოწმებას შეეცადა ახალქალაქის გამგეობაში ადმინისტრაციის უფროსი სტეფან ეზოიანი. როგორც მან სოფელში გადაამოწმა, სახლი ნამდვილად დამწვარია: "მაგიდა იყო გადაბრუნებული, ერთი ბავშვი საწოლის ქვეშ ნახესო. გამოძიება მუშაობს და რა მოხდა ზუსტად არავინ იცის".

მისივე თქმით, სახლში მხოლოდ დედა–შვილები ცხოვრობდნენ. ქალის ქმარი რუსეთში, სეზონურ სამუშაოზეა წასული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან "სამხრეთის კარიბჭე" მომხდარზე ინფორმაციას თითქმის 1,5 საათია ელოდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა საგანგბო სიტუაციების სამსახურმაც, რადგან მომხდარი მსხვერპლითაა დასრულებული. როგორც კი უწყებისგან დამატებით დეტალებს შევიტყობთ, გაცნობებთ.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მოკლული დედა–შვილები ვაჩიანში, ახლობლის სახლში გადაასვენეს
ახალქალაქში, დედა–შვილების სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები
ახალქალაქში, დედა–შვილების გარდაცვალებაზე, ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან
Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია
შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია