სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დღეს ახალციხეში უფასო გამოკვლევა - კონსულტაციები ჩატარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2016
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ექიმები მსურველებს სხვადასხვა დაავადებებზე გამოიკვლევენ. უფასო გამოკვლევა - კონსულტაციები დღეს, 9 ივლისს, სტომატოლოგიურ კლინიკა, შპს „სტომატოლოგია“-ში ჩატარდება.

დღეს ახალციხეში უფასო გამოკვლევა - კონსულტაციები ჩატარდება
უფასო გამოკვლევა - კონსულტაცია 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, როგორც სტომატოლოგიურ კლინიკაში განგვიმარტეს ექიმები უკვე გზაში არიან და პაციენტების მიღებას დაახლოებით ნახევარ საათში შეძლებენ. პაციენტების რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.

გამოკვლევები ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით:

ალერგოლოგია – ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები;
კომპიუტერული სპირომეტრია – – ფილტვებისა და ბრონქების ფუნქციური მდგომარეობის (გარეგანი სუნთქვის) შესწავლა;
ოტორინოლარინგოლოგია;
გასტროენტეროლოგია – კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა გასტროენტერული დაავადებები;
რევმატოლოგია;
თერაპია -კარდიოლოგია;
ენდოკრინოლოგია.

ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ახალციხის მერიის ინიციატივით ტარდება. მერიის ინფორმაციით, მათ ვისაც აწუხებს კანის დაავადებები, შუძლიათ ისარგებლონ დერმატოლოგის მომსახურებით. კერძოდ, კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვირუსული მეჭეჭებისა და პაპილომების მოჭრა ელექტრო კოაგულაციური მეთოდით.

უფასო გამოკვლევა - კონსულტაცია ახალციხის სტომატოლოგიურ კლინიკა შპს „სტომატოლოგია“-ში ჩატარდება. კლინიკა გამრეკელის ქუჩაზე მდებარეობს. საკუთარ რიგს ათობით პაციენტი დილის 08:00 საათიდან ელოდება.

დღეს ახალციხეში უფასო გამოკვლევა - კონსულტაციები ჩატარდება

[sknews.ge]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

08.12.2017 იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა

08.12.2017 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში თვალის უფასო გამოკვლევები  ჩატარდება
30 მაისს ახალციხეში მოქალაქეებს უფასოდ გამოიკვლევენ
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
უფასო სამედიცინო გამოკვლევით 500–მდე ადგილობრივმა ისარგებლა