"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს

მთავარისამართალი 08.07.2016
ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ა.მ–ს, ახალციხის რაიონული სასამარლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს აღიარებს.

ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი, ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე, მხარეებთან ერთად, თითქმის სამი საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა მოსამართლეს ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. თუმცა მანამდე მკვლელობის დეტალები გაიხსენა.

ბრალმდებლის თქმით, ნინოწმინდაში მკვლელობა 6 ივლისს საღამოს მოხდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარდაცვლილი და ბრალდებული შელაპარაკდნენ, რის შემდეგაც გარდაცვლილმა ა.მ-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, საპასუხოდ კი ბრალდებულმა გულ-მკერდის არეში დანა ჩაარტყა.

ბრალდებულს ხელის მტევანზე და თავის არეში დაზიანებები მართლაც აქვს, მან მოსამართლეს დაუდასტურა, რომ ჭრილობები შემთხვევის დროს მიიღო.

მამუკა ქომოშვილის თქმით, შემთხვევის ადგილიდან სამი დანაა ამოღებული, გამოძიება ეჭვობს, რომ ეს ჯგუფური თავდასხმა იყო, თუმცა სხვა პირები ჯერ დადგენილი არ არიან. ამიტომ, გათავისუფლების შემთხვევაშიშესაძლოა ბრალდებულმა იმ პირებზე ზეწოლა განახორციელოს.
ეს პროკურორის მხრიდან ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის ერთ-ერთი მოტივი იყო. ქომოშვილი ასევე ამბობს, რომ ა.მ-ს სომხეთში კავშირები აქვს და ბოლო პერიოდში ხშირად გადადიოდა, ამიტომ შესაძლებელია გამოძიებას დაემალოს და ქვეყნის საზღვრები დატოვოს.

25 წლის ა.მ-ს ინტერსებს სასამართლო სხდომაზე სახაზინო ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი იცავდა. დაცვის მხარემ, ბრალდებულისათვის გირაოს, 5.000 ლარის შეფარდება ითხოვა.

ადვოკატის მტკიცებით, შემთხვევის შემდეგ ბრალდებული გამოძიებას არ მიმალვია. დაჭრილი საკუთარი მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიც აჩვენა და ის დანაც, რომელიც დაარტყა.

„გამოძიებასთან თანამშრომლობა რომ არ სდომებოდა, მიიმალებოდა და ვერავინ ვერ იპოვიდა“, - განაცხადა ტარიელ ბალაბანიშვილმა.

არგუმენტების მოსმენი შემდეგ, მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე, წინასასამართლო სხდომა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 24 აგვისტოს,16:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში მკვლელობა 6 ივლისს მოხდა. ნინოწმინდა–სათხის დამაკავშირებელ გზაზე, ავტომობილში, 24 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივების განმარტებით, გარდაცვლილი სოფელ დიდ არაგიალში ცხოვრობდა და რუსეთში მუშაობდა.

საქმეზე გამოძიება, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლის ახალგაზრდას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ბიოლოგიასა და უცხო ენებში აბარებენ

21.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

19.05.2017 ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა [Photo]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2017 მეხუთე სკოლაში მშობლების ნაწილი ბილეთების გაყიდვის საკითხს ეხმაურება

22.05.2017 ავარიისას დაშავებული დავით გასიტაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

22.05.2017 საქართველოში 28 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

20.05.2017 ივლიტასთან, ავტოავარიის დროს დაზარალებულ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე  პოლიციელები დაიკითხნენ
ადვოკატი 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს
პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა
მკვლელობა  ნინოწმინდაში