FM97.5 / LIVE

რას მოხმარდება ტენდერის შედეგად დაზოგილი თანხა ახალციხის სოფლებში

მთავარიეკონომიკა 08.07.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი 51 პროექტიდან ტენდერი 32–ზე გამოცხადდა. ტენდერის შედეგად დაზოგილი თანხა ისევ სოფლებში, სხვადასხვა პროექტის დასრულებას მოხმარდება.

რას მოხმარდება ტენდერის შედეგად დაზოგილი თანხა ახალციხის სოფლებში

დღეს, 8 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე–10 სხდომა გაიმართა. ერთ – ერთი საკითხი „2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტების და სავარაუდო ღირებულებების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 29 თებერვლის N6 განკარგულებაში ცვლილების შეტანა იყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტენდერების ჩატარების შედეგად 8.718 ლარი დაიზოგა, აღნიშნული თანხა სხვილისში სოფლის სახლის რეაბილიტაციის დასრულებას და ზიკილიაში ყოფილი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საყრდენი კედლის რეაბილიტაციას მოხმარდება.

„საყუნეთში სასოფლო–სამეურნეო მიწების შემოღობვის შედეგად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხაში დაიზოგა 1.268 ლარი, ნაოხრების სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს 84 ლარი, წყალთბილის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შედეგად 3.742 ლარი, მინაძეში მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდიდან და რიტუალების სახლიდან 208 ლარი, ხოლო ჭაჭარაქის სარწყავ არხზე დაიზოგა 3.416 ლარი“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე შესყიდვების სამსახურის უფროსმა ქეთი ინასარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 667.098 ლარი გამოიყო. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნულ თანხას 195.000 ლარი დაამატა.

ამ ეტაპზე 51 პროექტიდან ტენდერი 32–ზე გამოცხადდა, 19–ზე კი საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო
რას მოხმარდება ახალციხის სოფლებში მთავრობისგან მიღებული 2 მილიონი ლარი
რა თანხა ერგო ახალციხის სოფლებს 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან'
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში საპროექტო სამუშაოები დაიწყო
ახალციხის მერიაში ტენდერებიდან დაზოგილი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]