FM97.5 / LIVE

ვინ ცრუობს მეწარმე, ვიცე მერი თუ ხალხი – დავა თამარაშვილის ქუჩაზე

მთავარისაზოგადოება 07.07.2016
დღეს, 7 ივლისს, დილიდან ხმაური იყო ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე.

ვინ ცრუობს მეწარმე, ვიცე მერი თუ ხალხი – დავა თამარაშვილის ქუჩაზე

N6 კორპუსის მცხოვრებლები მაღაზიების საკანალიზაციო ქსელის მათი ბინის სისტემაზე დაერთებას აპროტესტებდნენ. ისინი ამბობენ, რომ ეს კორპუსს დანგრევის საფრთხეს შეუქმნის და გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ადგილობრივების უკმაყოფილებმა შპს „იაფის“ მიერ დაწყებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. კომპანია N6–ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სასტემაზე თავისი მაღაზიისა და საწყობები საკანალიზაციო ქსელს აერთებს.

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკანალიზაციო ქსელი ისედაც ძველი და ამორტიზებულია და დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. გარდა ამისა, დაერთებისას მათგან ნებართვა არავის უთხოვია.

ვინ ცრუობს მეწარმე, ვიცე მერი თუ ხალხი – დავა თამარაშვილის ქუჩაზე „კვირა არ გავა, სისტემა რომ არ გაიჭედოს, ფეკალური მასა კორპუსის საძირკველში ჩადის. ეს ყველამ იცის, განცხადებაც გვაქვს დაწერილი. დაერთების უფლებას არ მივცემთ, ბინა ლამის თავზე დაგვენგრეს ისეც და ჩვენი პატრონი არავინაა“, – ამბობს თამარაშვილის N6–ში მცხოვრები ნანა მურმანიშვილი.

მეზობელს ეთანხმება ფაქიზო ოქრომელიძე.

„ყველა წინააღმდეგი ვართ. ნებას არ ვაძლევთ“, – ირწმუნება იგი.

შპს „იაფის“ წარმომადგენელი ჯუმბერ ზუბაშვილი აცხადებს, რომ სამუშაოების ჩასატარებლად ნებართვა აქვს და ახალციხის ვიცე მერის, ზაზა თამარაშვილის მიერ ხელმოწრილ დოკუმენტს გვიჩვენებს.

მერიიდან 7 ივლისს მიღებულ წერილში მითითებულია, რომ საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნებართვა კომპანიას თამარაშვილის N4 ა–ს მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს. (თამარაშვილის 4ა ზუბაშვილის საწარმოების (მაღაზიები და საწყობი) მისამართია, ტერიტორიას N6 კორპუსიდან ვიწრო გზა აშორებს. ამ გზის ქვეშ უნდა გავიდეს საკანალიზაციო მილები. "სამხრეთის კარიბჭე" ადგილზე რომ მივიდა, გზა უკვე გადათხრილი იყო).

„7 წელია ჩემი კანალიზაცია აქ არის დაერთებული. ორი წლის წინ, აქ რომ ასფალტი დააგეს და ტრაქტორებმა იარეს, სავარაუდოდ მაშინ დაზიანდა, ახალი მილები მაქვს მოტანილი და უნდა შევცვალო. 60 ოჯახი ცხოვრობს, მათი არ იჭედება და ჩემი რატომ გადმოვა?! ორი საპირფარეშოს კანალიზაცია უნდა დავაერთო სულ“, – ამბობს ზუბაშვილი.

საწინააღმდეგოს აცხადებენ ბინის მცხოვრებლები.

„არანაირი კანალზაცია მანდ არ ყოფილა, ახლა აკეთებს, ტყუის ეგ ბატონი! ასე უპატრონობა როგორ შეიძლება?! მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი. სარდაფი სულ სველია, ბინა დანგრევის პირასაა“, – ამბობს დავით აბდუშელიშვილი.

ვინ ცრუობს მეწარმე, ვიცე მერი თუ ხალხი – დავა თამარაშვილის ქუჩაზე
თამარაშვილის N6–ის სარდაფი

ადგილობრივები პასუხს ახალციხის მერიისგან ელოდებიან. მათი თქმით, მერიას სამუშაოების ნებართვა არ უნდა გაეცა.

„ეს ხომ ჩვენია, ხალხისაა, ასე როგორ შეიძლება?! გადავკეტავთ გზას და არცერთ მანქანას არ გავატარებთ, გინდაც გაგვჭყლიტონ. მთავრობა მთავრობას არ გავს, ჩვენთვის არავინ არაფერს აკეთებს“, – ამბობს ნანა მურმანიშვილი.

მისი თქმით, გარდა აღნიშნულისა, ბინის მცხოვრებლებს კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული შენობებიც უქმნით პრობლემებს.

„მშენებლობის ნებართვას რომ აძლევენ, ხანძარი რომ მოხდეს, საიდან გავიქცეთ?! მანქანაც ვერ შემოვა. ვისაც ფული აქვს, ყველაფერს ყიდულობს. ის არ გაითვალისწინეს, რამე რომ მოხდეს, რა გვეშველება. ეს ბინის საერთო გზაა“, – ამბობს ნანა მურმანიშვილი და მეზობლების ფარეხებისკენ გვითითებს.

ვინ ცრუობს მეწარმე, ვიცე მერი თუ ხალხი – დავა თამარაშვილის ქუჩაზე
თამარაშვილის N6–ის ეზო

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განმარტავენ, რომ ამ საკითხთან მათ შეხება არ აქვთ.

„აღნიშნული შპს ჩვენი აბონენტია. კომპანიამ თხოვნით მიმართა მერიას, რომ შეეცვალა კანალიზაციის კოლექტორი ახლით და თავისი ხარჯებით აკეთებს“, – აცხადებს „წყალმომარაგების კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი.
ადგილობრივების პროტესტი უკვირს ახალციხის ვიცე მერს ზაზა თამარაშვილს.

„იქ არანაირი საპრობლემო საკითხი არ აქვთ. ის რაც ჩემი ნებართვით გაკეთდა, გულისხმობს ძველის ახლით შეცვლას. რამდენადაც ვიცი, სხვა პრობლემა არ არსებობს. თუ არსებობს, მოგვმართონ“, – ამბობს იგი და აქვე ამატებს, რომ მისი ინფორმაციით, ადგილობრივებს მერის წარმომადგენელი დავით სამსონიძე შეხვდა.

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ვიცე მერი ცრუობს.

„დილიდან აივანზე ვარ და არავინ მინახავს აქ ჩამოსული“, – აცხადებს თამარაშვილის N6-ში მცხოვრები დავით აბდუშელიშვილი.

მიუხედავად ადგლობრივების პროტესტისა, დღის ბოლომდე შპს „იაფის“ წარმომადგენლებმა საკანალიზაციო ქსელი კორპუსის სისტემას მაინც მიუერთეს.

„აქ არანაირი ძველის ახლით შეცვლა არ ხდება. გვაჩვენონ ძველი მილები სად არის. აუცილებლად მივმართავთ მერიას, რომ ეს უკანონობა და უსამართლობა არ შერჩეთ“, – ამბობს აბდუშელიშვილი.

თამარაშვილის N6–ში ირწმუნებიან, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ
კორპუსის სარდაფი ფეკალიებით ივსება, შეკეთებაზე პასუხისმგებლობას კი ყველა იცილებს
ფეკალური მასა 23-ე კორპუსის სარდაფში
საბარგო სადგურის დასახლებაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
თამარაშვილის ქუჩაზე ათი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო
რისთვის შეიძლება გაიჩეხოს პარკი?!