FM97.5 / LIVE

რამ მოაგონა მოსამართლე ლონდარიძეს 'ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის მორიგება'

მთავარისამართალი 07.07.2016
დღეს, 7 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ელგუჯა მაზმიშვილისთვის ალტერნატიული ფართის მისაღებად სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.

რამ მოაგონა მოსამართლე ლონდარიძეს 'ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის მორიგება'

პროცესის გადადების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნინო ქევხიშვილის სხდომაზე არყოფნა გახდა. ქევხიშვილმა სასამართლოს განცხადება გამოუგზავნა, რომელშიც დაუსწრებლობის მიზეზად, სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომებს ასახელებს და მოსამართლისგან პროცესის გადადების შუამდგომლობა ითხოვა.

მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, შსს-ს წარმომადგენლის მოთხოვნა, მხარეებთან შეთანხმებით დააკმაყოფილა.

„სჯობს გადავდოთ, თან ამ პერიოდში ჩვენ მორიგების ყველა პროცედურას დავსრულებთ“,-განაცხადა ერთ–ერთმა წარმომადგენელმა მოპასუხე მხრიდან.

რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ეს პროცესი დროულად უნდა დასრულდეს, რადგან საქმემ ერთი სასარჩელო ვადა უკვე ამოწურა.

„თქვენი მორიგებისგან დავიღალე. უკვე ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის მორიგებას მაგონებს“, -განაცხადა მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ.

ალტერნატიული ფართის მოთხოვნით, ელგუჯა მაზმიშვილის სარჩელთან დაკავშირებით შემდეგი სხდომა 24 აგვისტოს 14:00 საათამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილმა სასამართლოში სარჩელი პირველად 2015 წლის 20 ნოემბერს შეიტანა, თუმცა, საქმის განხილვის პროცესში ვადის ამოწურვის გამო, სარჩელი უკან გამოითხოვა და რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ შეიტანა.

საქმე ეხება თამარაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის ეზოში მდებარე ტერიტორიას, სადაც ახლა საბავშვო ატრაქციონია განთავსებული.

ელგუჯა მაზმიშვილი ოთხ უწყებას: ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს საჯაროო რეესტრს, შსს-სა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრს ედავება. სარჩელის მიხედვით, მაზმიშვილი მათგან 2010 წელს შსს-ს მიერ, 19 კვადრატული მეტრი ფართის რეგისტრაციის გაუქმებასა და საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.

თუმცა, სადავო ტერიტორიაზე მხარეები მორიგდნენ და მაზმიშვილს ალტერნატიულ ფართს შსს-ს ნაცვლად, ახალციხის მერია გადასცემს. მაზმიშვილისათვის, ფართის საბოლოოდ დასაკანონებლად, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაა დარჩენილი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ელგუჯა მაზმიშვილმა სასამართლოში სარჩელი უკან შეაბრუნა
ელგუჯა მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო
კომპენსაცია ფართის ნაცვლად – მაზმიშვილის საქმე, ახალი დეტალები
მაზმიშვილს ფართი უკვე გამოუყეს, თუმცა საქმე მაინც ვერ დასრულდა
მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
ერთწლიანი დავის შემდეგ, ელგუჯა მაზმიშვილს  ფართს გადასცემენ
ელგუჯა მაზმიშვილი ალტერნატიულ ფართს ახლა მერიისგან ელოდება