FM97.5 / LIVE

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულთან დაკავშირებით

მთავარისაზოგადოება 07.07.2016
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ პერიოდში მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულთან დაკავშირებით

ცენტრის ინფორმაციით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე, გულსისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასაკოვნები.

როგორც ცენტრში ამბობენ, დაუშვებლია მათ მკურნალობის დოზები ინდივიდუალურად შეცვალონ. მედიკამეტის სახეობა და დოზები აუცილებლად უნდა შეთანხმდეს მათ ექიმთან.

„ზოგადად, უნდა მოვერიდოთ შუადღის მზის სხივებს. თუკი გარუჯვაზე გვაქვს საუბარი, დილის 08:00 –დან 10:00 საათამდე და 18:00 საათის შემდეგ გავიდეთ ზღვაზე. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მათივე რეკომენდაციით, უნდა გვეცვას ღია ფერის, ბუნებრივი, არამჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი, აუცილებელია გვქონდეს თავსაბურავი, ასევე ღია ფერის და ფართო ფარფლებიანი ქუდი.

„არ უნდა დაგვავიწყდეს თვალების დაცვა, სათვალე ძალიან რეკომენდებულია. უნდა ვეცადოთ, რომ კანი მზის დამცავისგან მაქსიმალურად გვქონდეს დაფარული. დამცავი კრემის წასმა ღია ადგილებზე ქალაქშიც აუცილებელია, არა მარტო ზღვაზე. სახლში უნდა ვეცადოთ, რომ სიგრილე შევინარჩუნოთ. ფანჯრებზე ჩამოვაფაროთ ბნელი ფარდა. გამოვიყენოთ კონდიციონერი ან ვენტილატორი. განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის დროს, თუ სახლში არ გვაქვს სიგრილის შენარჩუნების პირობები, ჩავიდეთ მეტროში, მაღაზიაში, სადაც კონდიცირებაა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ.

მისივე თქმით, ცხელ დღეებში მოსახლეობამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა არ არის საჭირო ძალიან ცივი. აბსოლუტურად მიუღებელია ალკოჰოლის მოხმარება; ხშირად უნდა მიიღონ გრილი შხაპი.

მისივე განმარტებით, ხანშიშესულებს შესაძლოა ხშირად გრილი შხაპის მიღება გაუჭირდეთ, ამიტომ მათ სველი პირსახოცი უნდა გამოიყენონ და ისე გაიგრილონ სხეული, რომ არ მოხდეს გადახურება.

„უნდა ვერიდოთ არამარტო მზის დაკვრას, გადარუჯვას, დამწვრობის მიღებას, არამედ სითბური დაკვრაც არის პრობლემა. ამიტომ არ უნდა გადავახუროთ ორგანიზმი. ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტიკები, სახსრების დაავადების მქონე პირები შედარებით მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და სიცხეში ფიზიკურ აქტივობას უნდა მოერიდონ“, - აღნიშნა სტურუამ.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი” მოსახლეობას აფრთხილებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
როგორ მოვიქცეთ სიცხის დროს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით
ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები მაღალი ტემპერატურის დროს
‘გაიზომე წნევა’ – აქცია ახალციხეში
ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი