FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.07.2016
დღეს, 7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იგი უფლის წინამორბედი იყო. ამ დღეს სრულიად საქართველოს ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს

სახარების თანახმად, წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერეში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა ამცნო მღვდელმთავარ ზაქარიას, რომ ვაჟი შეეძინებოდა და იოანეს დაარქმევდა.

მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს როგორც წმიდა სახარება მოგვითხრობს, ნათლისმცემელი ბავშობიდანვე უდაბნოში იზრდებოდა, მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა ღვთის სათნო მსახურებისათვის. 30 წლის იოანე მდინარე იორდანეში ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც მის წინაშე ცოდვებს აღიარებდნენ და მოუწოდებდა: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”.

მრავალი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. მას დიდ პატივს სცემდნენ. წმიდანი ხალხს იესოსთან შესახვედრად ამზადებდა. იოანემ მისკენ მოსანათლად მიმავალი უფალი შორიდანვე იცნო, თავმდაბლობით წარსდგა მის წინაშე და უთხრა: “მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაი და შენ ჩემდა მოხუალ?” (მთ. 3,14). შემდეგ დამორჩილდა ღვთის ნებას და მონათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.

იოანე ნათლისმცემელი უზნეო საქციელის გამო, ებრაელთა მეფე ჰეროდეს ამხელდა. ჰეროდემ ის ჯერ საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი მისი ბრძანებით ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს.

ღვთისმშობლის შემდეგ იგი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. წმიდა იოანე არის მოძღვარი სინანულისა.

[sknews.ge]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა
ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება
‘თავკვეთულაზე’ იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღნიშნეს
სამცხე-ჯავახეთში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღნიშნეს
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს