FM97.5 / LIVE

4 მილიონი 4 წელიწადში – ‘ახალციხის ციხის’ ფინანსები [ინფოგრაფიკა]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.07.2016
დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, გახსნიდან დღემდე, ‘ახალციხის ციხის’ შემოსავლებმა 2 მლნ ლარი შეადგინა. ამდენივე კი ციხეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სუბსიდიის სახით აქვს მიღებული.

4 მილიონი 4 წელიწადში – ‘ახალციხის ციხის’ ფინანსები  [ინფოგრაფიკა]

„ახალციხის ციხეს“, რომელსაც არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირის სტატუსი აქვს, გახსნიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით 473.646 ვიზიტორი ესტუმრა.

ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში მდებარე „ახალციხის ციხის“ ისტორიული კომპლექსი გახსნიდან დაახლოებით 4 წელს ითვლის. ციხე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლის აგვისტოში, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

„ახალციხის ციხისგან“ მიღებული ოფიციალური ინფორმაციის გაანალიზებით ირკვევა, რომ ყველაზე მეტი, 118.921 ტურისტი, ციხეს გასულ, 2015 წელს ესტუმრა.

2012 წლის მონაცემებთან შედარებით დამთვალიერებლების რაოდენობა 2015 წელს 34.966 –ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით კი „ახალციხის ციხე“ 21.150 ტურისტმა მოინახულა.



ააიპ–ი „ახალციხის ციხეს“ გასხნის დღიდან დღემდე 473.646 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის 83.42 % ქართველია, 16.42 % – კი უცხოელი.
„ახალციხის ციხის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ყველაზე მეტი ტურისტი ისრაელიდან და პოლონეთიდან შემოვიდა. წელს კი, ხუთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით, შედარებით მეტი ვიზიტორი ციხეს რუსეთიდან ჰყავდა.



გახსნის დღიდან დღემდე „ახალციხის ციხეზე“ ვიზიტორებით და გიდის მომსახურებით შესული თანხა 1.879.842 ლარს შეადგენს. აღნიშნული მომსახურებით ააიპ–ი „ახალციხის ციხის“ ბიუჯეტში ყოველწლიურად საშუალოდ ნახევარი მილიონი ლარი შედის. 2016 წლის იანვრიდან – მაისამდე კი თანხამ 109.726 ლარი შეადგინა .



გარდა ვიზიტორების და გიდების მომსახურებიდან მიღებული თანხისა, „ახალციხის ციხე“ შემოსავალს სცენის და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ასევე საკონფერეცნიო დარბაზის გაქირავებიდან იღებს.

2012–13 წლებში „ახალციხის ციხეზე“ ობიექტების გაქირავებით შესული თანხა 191. 306 ლარი იყო.

2013 წლიდან „ახალციხის ციხის“ ბიუჯეტში მხოლოდ სცენის, მიმდებარე ტერიტორიისა და საკონფერენციო დარბაზის გაქირავებით შესული თანხა შედის. 2013 წლიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით ამ თანხა 15.725 ლარი შეადგინა.

„2013 წლიდან შენობა–ნაგებობების: რეტორნების და მაღაზიების საიჯარო თანხა ირიცხება მერიის აგნარიშზე, ხოლო ერთჯერადი იჯარები: სცენის, საკონფერენციო დარბაზის გაქირავებიდან შემოსული თანხა შემოდის ახალციხის ციხის ანგარიშზე“, – განმარტავენ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციაში.

ერთჯერადი გაქირავებიდან 2014 წელს მერიის აინგარიშზე 1.800 ლარი ჩაირიცხა, 2015 წელს– 3.800 ლარი, ხოლო 2016 წელს 300 ლარი.
„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიური სუბსიდიის სახით 5 წლის განმავლობაში 1.950 .000 ლარი მიიღო. ყველაზე მეტი სუბსიდია 750.000 ლარი „ახალციხის ციხემ“ 2012 წელს მიიღო, მეორე და მესამე წელს დაფინანსება 400.000 ლარამდე შემცირდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ეს თანხა განახევრდა და ციხე 200.000 ლარს იღებს.



„ახალციხის ციხეზე“ ამ ეტაპზე 76 თანამშრომელი მუშაობს. აქედან 17 ხელშეკრულებით არის აყვანილი.

„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლებიდან ვადა ნაწილს ნოემბერში, ნაწილს კი დეკემერში დაუმთავრდებათ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა
ახალციხის ციხემ 2018 წელს 900 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო
2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
“ახალციხის ციხეს“  2017 წელს 141 591 ვიზიტორი ჰყავდა
ექვს თვეში ახალციხის ციხემ ტურისტებისგან ნახევარი მლნ ლარი მიიღო
ახალციხის ციხემ  8 თვეში 800 000 ლარამდე შემოსავალი და 11 6475 ვიზიტორი მიიღო
2013 წელს ახალციხის ციხემ ვიზიტორებისგან ნახევარ მილიონამდე ლარი მიიღო