FM97.5 / LIVE

ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 04.07.2016
"შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე".

ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან [R]

„ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდნენ წვევამდელები. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება – შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, არავის სჭირდება დაძალება, რომ გახდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცი. აქ მსახურობენ ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ცხოვრების არჩევანი დაუკავშირონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ემსახურონ სამშობლოს აქ, ამ მიწაზეც და საერთაშორისო მისიებშიც; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურში იდგნენ ყველგან, სადაც ამას მათი ქვეყანა მოითხოვს. უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან. ეს საუბრები უსაფუძვლოა, მაგრამ, მაინც ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ და არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს. სწორედ ამიტომ, მე დავდე პირობა, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს. ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა. ეს არ გამოვიდა, თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო და ახლა, თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან. დღემდე მოქმედი წესით, ჩვენ მივმართავდით მთავრობას ყოველი გაწვევის წინ და ვეუბნებოდით, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურე გვჭირდება. შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან არჩევდნენ ადამიანებს, რომლებიც თავდაცვის უწყებაში გაივლიდნენ სამსახურს. ვაცხადებ, რომ დღეიდან თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად, მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და არ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. შესაბამისად, ნებისმიერ ჩემ შემდეგ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები“, – განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 27 ივნისს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

აღნიშნულის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ დასმულ შეკითხვებს ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა "ქრონიკაში" უპასუხა. „ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ნატოს წინაშე და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გადაწყვეტილებების ერთგულება, რომელიც ორგანიზაციის წინაშე გვაქვს აღებული ვარშავის სამიტის წინ, სისრულეში უნდა მოვიყვანოთ“.

„გადაწყვეტილება, რომელიც მე გავახმოვანე, რამდენიმე კონკრეტული ამბავი უდევს საფუძვლად: პირველი – საქართველოს მიღებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტები. ამ დოკუმენტში ცალსახად შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება გაწვევა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ და მთავრობასთან არათუ შეთანხმებულია, რამედ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არის ეს საკითხი დადასტურებული. ასევე არსებობს ანალოგიური შინაარსის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც ზუსტად იმავეს აცხადებს“.

სავალდებულო სამხედრო გაწვევის საკითხებზე საუბრობს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე: „ეს საკითხი ჯერ კიდევ სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტში აისახა, როდესაც ჩაიწერა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები 2016 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად პროფესიულ სამხედრო სამსახურზე გადასასვლელად და გაწვევითი სამხედრო სამსახურის ჩასანაცვლებლად“. „ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდელი თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სტრუქტურა გაცილებით უფრო ეფექტიანია ვიდრე ყოფილი წვევამდელებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალები“. "ეფექტიანობა პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურის რომელიც 4 წელი მსახურობდა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის სამხედრო პროფესია, გაცილებით მაღალია ვიდრე ახალწვეულის“. გარდა ამისა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა რეზერვის და სამობილიზაციო სისტემის ახალ კონფეფციაზე, სადაც გაწერილი იქნება ზუსტად იმ რგოლის შევსება, რომელიც საზოგადოებასა და პროფესიულ ჯარს შორის ურთიერთ კავშიერს გულისხმობს, მისი აზრით, სწორედ კონცეფციაში იქნება გათვალისწინებული მოქალაქეებისა და მოსახლეობის თანამონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაში“.

ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან [R]

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
თინათინ ხიდაშელი: "დაპირებები შესრულებულია" [R]
ახალციხიდან დღეს ჯარში 11 ახალგაზრდა გაიწვიეს
სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო