FM97.5 / LIVE

ახალციხის თემი სიმბოლიკის კონკურსს მესამედ აცხადებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.07.2016
დღეიდან, 4 ივლისიდან, ახალციხის თემი გერბისა და დროშის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, სიმბოლიკის შერჩევს მესამე მცდელობაა.

ახალციხის თემი სიმბოლიკის კონკურსს მესამედ აცხადებს

მიუხედავად იმისა, რომ ჰერალდიკის კონკურსი, ახალციხის თემმა ორჯერ უკვე გამოაცხადა, ამ დრომდე, გერბი და დროშა შერჩეული არ არის. შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით, თვითმმართველობა კიდევ ერთ კონკურსს დღეიდან აცხადებს. მსურველებს ნამუშევრების შეტანა ერთი თვის ვადაში შეეძლებათ. კონკურსი 4 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.

გამგეობაში შესულ ნამუშევრებს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს. მათ მიერ შერჩეული ნიმუში კი ჰერალდიკის სახელმწიფო კომისიაში გადაიგზავნება.

შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, გარდა სიმბოლიკის შექმნის მიზნით, ჩამოყალიბებული დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებისა.

ნამუშევრების მოწონების ან არ მოწონების თაობაზე, პასუხები ნიმუშების ავტორებს 25 აგვისტომდე გაეგზავნებათ.

გამარჯვებული, პრემიის სახით, 1250 ლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსი პირველად 2016 წლის აპრილის თვეში გამოაცხადა, თუმცა, კონკურსი ჩაიშლა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. განმეორებით კონკურსი მაისში გამოცხდდა. ამჯერად კომისიაში 5 ავტორის 6 ნამუშევარი შევიდა, თუმცა, კომისიის წევრებმა ყველა ნამუშევარი დაიწუნეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემში ჰერალდიკის ერთი ნამუშევარი შევიდა
ახალციხის თემი სიმბოლიკის კონკურსს მესამედ აცხადებს
ახალციხის თემმა სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსი მეორედ გამოაცხადა
'მექსიკის დროშას ჰგავს' – ახალციხეში გერბისა და დროშის ნიმუში დაიწუნეს
ახალციხის თემი ჰერალდიკური სიმბოლიკის შესარჩევ კონკურსს აცხადებს
მეორე მცდელობაზე ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შევიდა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა