FM97.5 / LIVE

რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.07.2016
რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირება, 10 ივლისამდე შეეძლებათ. ინფორმაციას კოოპერატივების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება

კოოპერატივის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად არის შესაძლებელი. სპეციალური განაცხადი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე http://www.acda.gov.ge უნდა გაკეთდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო პროგრამას, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.

მათი ინფორმაციით, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილ პირობების დაკმაყოფილებს და დარეგისტრირდება, მას სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმო გადაეცემა, რომლებიც ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოთი იქნება აღჭურვილი.

გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით,ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემათ. კოოპერატივების წევრები, ასევე ტექნიკური დახმარების სახით ტრენინგებს გაივლიან.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს [R]
როგორ მუშაობს ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმოები
მესაქონლეობის კოოპერატივებს სხვადასხვა ხელსაწყოებს გადასცემენ – იხილეთ პირობები
სამცხე–ჯავახეთში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება
მიმდინარეობს მეფუტკრეების რეგისტრაცია [R]
რძის მწარმოებელ კოოპერატივებს  მცირე საველე ლაბორატორიები გადაეცემათ
მეფუტკრეებისათვის თაფლის გადამამუშავებელი სახელმწიფო საწარმო აშენდება