სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაღებში მომხდარი შემთხვევა სამედიცინო დასკვნის გარეშე დარჩა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 02.07.2016
სამედიცინო დასკვნა, ახალციხის საბავშვო ბაღებში მასობრივი მოწამვლის ან ვირუსული ინფექციის შესახებ, ჯერ კიდევ არ არსებობს. ამის შესახებ, მერიის საკრებულოს სხოდომაზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ახალციხის ბაღებში მომხდარი შემთხვევა სამედიცინო დასკვნის გარეშე დარჩა

შემთხვევა, რომლის დროსაც, ახალციხის საბავშო ბაღების 54 აღსაზრდელი, ერთი და იმავე სიმპტომებით, საავადმყოფოში მოხვდა, 2016 წლის 28 მარტს მოხდა. ოთხი დღის განმავლობაში, ახალციხის ორ საავადმყოფოში, 3–დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები შეიყვანეს. ყველა მათგანს მუცლის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება და პირღებინება აღენიშნებოდა.

შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნანა ბერიძე ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნა, იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მცირეწლოვნების საავადმყოფოში გადაყვანა, უცნობია.
მერიის საკრებულოს სხდომაზე ნანა ბერიძეს კითხვა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ზურაბ სადათიერაშვილმა დაუსვა – ,,მაინტერესებს, ბავშვები რომ დაიწამლნენ, იმ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, რა დასკვნა დაიდო?“
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმღვანელის თქმით, მცირეწლოვნები საკვებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია.

,,დასკვნა არ გავქვს. დასკვნის გარეშეა, იმიტომ, რომ ვერ აღმოაჩინეს ის წყარო, საიდანაც ამოვიდა ბავშვთა მოწმავლა. საკვები გამოირიცხა იმიტომ, რომ მარტო ბაგა–ბაღის აღსაზრდელები არ დაფიქსირებულან სამედიცინო დაწესებულებაში. დაფიქსირდნენ სკოლის ასაკის ბავშვებიც და მოზარდებიც. ჯანდაცვა იყო ჩართული და ვერ დაადგინა რა ვირუსი იყო, ამიტომ დარჩა დასკვნის გარეშე“– განმარტა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა.

1 ივლისს, მერიის საკრებულოს სხდომაზე, ნანა ბერიძემ თვითმმართველობის წევრებს ა(ა)იპ ,,ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მისი თქმით, ქალაქ ახალციხეში სულ რვა საბავშვო ბაგა–ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 1 450 აღსაზრდელია. დაწესებულებებში 218 თანამშრომელი მუშაობს.

საბავშვო ბაღები ახალციხის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2016 წლისათვის, მათი დაფინანდება 1 377 552 ლარია. გასულ წელთან შედარებით, თანხა 156 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნული დაფინანსება კომუნალური ხარჯებისათვის, კვების, გათბობისა და ხელფასებისათვის არის გათვლილი.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, საბავშვო ბაღების მიმართ ძირითადი შენიშვნები სურსათის ეროვნულ სააგნეტოს აქვს, რომელიც დაწესებულებებში მონიტორინგს ახორციელებს და გარკვეული შენიშვნების აღმოფხვრისათვის ერთ თვიან ვადას აძლევს.
რაც შეეხება საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას, ნანა ბერიძისი თქმით, ამ დროისათვის, ქალაქში ოთხი საბავო ბაგა–ბაღი სრულად გარემონტებულია და მაღალ სტანდარტებს შეესაბამება. დანარჩენი ოთხი კი გასარემონტებელია, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება ე.წ მწვანე საბავშვო ბაღის მშენებლობა, სადაც სამი დაწესებულბა გაერთიანედება, თავისი თანამშრომლებითა და აღსაზრდელებით. დარჩენილი ერთი საბავშვო ბაღი, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს მომავალში გარემონტდება.

[თაკო ფეირიშვილი, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.06.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ

20.06.2018 პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს

19.06.2018 შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'

19.06.2018 მოხალისეობის პოპულარიზაციისთვის ახალციხეში ფორუმი გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეხუთე ბაღის ეზოში საბავშვო ატრაქციონი დადგეს
ახალციხეში ბაღების გასათბობად მშობლებს შეშა სახლიდან მიაქვთ
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში
აგარაში ახალი საბავშვი ბაღი გაიხსნა