FM97.5 / LIVE

საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები იგეგმება

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.01.2013
ააიპ ”ახალციხის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების” დირექტორი მზია ქობესაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას მისი გათავისუფლების შესახებ არ ადასტურებს. თუმცა, საკრებულოში ამბობენ, რომ საკადრო ცვლილებები ნამდვილად იგეგმება.

საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები იგეგმება

”განცხადება არ დამიწერია, ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშობას”, - აცხადებს ქობესაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი კი გაერთიანებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს: ”ბაღების გარდა, რამდენიმე ააიპ-ი ჯერ კიდევ გადმოცემის პროცესშია. აქამდე გამგეობა ნიშნავდა ხელმძღვანელს, ახლა ეს ფუნქციები საკრებულოს გადმოეცა. თავისთავად ცხადია, მოხდება ცვლილებიც”.

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ქობესაშვილს ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ააიპ ”ახალციხის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება” გასული წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტის გამგობიდან საკრებულოს დაქვემდებარებაში გადავიდა. ცვლილებები შევიდა წესდებაშიც, შესაბამისად, გაერთიანების ხელმძღვანელს გამგებლის ნაცვლად საკრებულოს თავმჯდომარე დანიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საბავშო ბაღებში სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ქობესაშვილის თქმით, სწავლა პირველ თებერვალს დაიწყება.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 2007 წლის 1 აპრილიდან ჩამოყალიბდა. გაერთიანებაში შედის ახალციხის 8 და ქ. ვალის 1 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც 27 სააღმზრდელო ჯგუფი მუშაობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

საბავშვო ბაღებში სველი წერტილები რემონტდება
ბაღებში საკადრო ცვლილებები დაიწყო
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება