FM97.5 / LIVE

დაბა ახალდაბაში ქალს ქმრის დაჭრაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, სამართალი 01.07.2016
ბორჯომში, დაბა ახალდაბაში დაახლოებით 54 წლამდე ასაკის მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს. ამ დროისთვის იგი საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მომხდარში მამაკაცის მეუღლეს ადანაშაულებენ.

დაბა ახალდაბაში ქალს ქმრის დაჭრაში ადანაშაულებენ

როგორც "სამხრეთის კარიბჭესთან" დაბა ახალდაბაში მცხოვრებლები ჰყვებიან, შემთხვევა ორი დღის წინ, 29 ივნისს მოხდა. ახალდაბელების თქმით, მამაკაცი შინ ნასვამი ხშირად ბრუნდებოდა და ამის გამო მეუღლესთან კონფლიქტი მოსდიოდა: "ასე იყო ახლაც, მთვრალი მივიდა, იჩხუბეს, ცოლმა ვეღარ მოზომა და დაჭრა".

მათივე თქმით, 54 წლამდე ასაკის მამაკაცი "ჯ,ეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში" მოათავსეს. ბოლო ინფორმაციით დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე დაკავებული არავინაა: "სამედიცინო, ბიოლოგიური და სხვა ექსპერტიზებია დანიშნული, პასუხებს ველოდებით".

[Sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში მამაკაცი დანით დაჭრეს
აბასთუმანში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ქმარმა ცოლი  დაჭრა
ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში 80 წლის ქალი სცემეს