FM97.5 / LIVE

‘საპატიო ახალციხელების' შერჩევა დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.06.2016
„საპატიო ახალციხელობის“ კანდიდატების შესარჩევად ინტერნეტში მიმდინარე გამოკითხვაში ხმის მიცემა შეწყდა, პარალელურად, დასრულდა ქუჩის გამოკითხვებიც. ვინ გახდება 2016 წლის სამი საპატიო ახალციხელი, ხვალ, საზეიმო ღონისძიებაზე გაცხადდება.

‘საპატიო ახალციხელების' შერჩევა დასრულდა

დღევანდელი დღის, 29 ივნისის, დღის 12:00 საათიდან მსურველებს საკუთარი კანდიდატისათვის ხმის მიცემა აღარ შეეძლოთ. ბოლო მონაცემებით, ინტერნეტ გამოკითხვაში 678 ხმა ფიქსირდება (საუბარია განახლებულ აპლიკაციაზე).

‘საპატიო ახალციხელების' შერჩევა დასრულდა ამ გამოკითხვაში თინათინ ჯაყელი (42%), ნათელა იაძე (23%) და ნატო ყრუაშვილი (18%) ლიდერობენ.

თუმცა, ეს ინტერნეტგამოკითხვის საბოლოო შედეგი არ არის. შეგახსენებთ, ონლაინ სივრცეში გამოკითხვა 7 ივნისს დაიწყო. 24 ივნისს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპლიკაციას პრობლემა შეექმნა და ახალი აპლიკაცია შეიქმნა. გამოკითხვის თავდაპირველ ვერსიაში 23 ივნისის მონაცემებით, 1154 ხმა იყო დაფიქსირებული და შედეგებიც დღევანდელი შედეგებისგან განსხვავებული იყო. მერიაში ამბობენ, რომ ორივე აპლიკაციის შედეგებს დააჯამებენ და ლიდერებს ისე გამოავლენენ.

‘საპატიო ახალციხელების' შერჩევა დასრულდა პარალელურად, საბოლოო ლიდერების გამოსავლენად დასაჯამებელი და შესადარებელია ქუჩის გამოკითხვის შედეგებიც. ვინ ლიდერობს, ქუჩაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ გამოკითხვაში, უცნობია. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ყველა შედეგი დაჯამდება და საპატიო ახალციხელების ვინაობა, 30 ივნისს „ახალციხელობის“ დღესასწაულზე გაირკვევა.

„ჯერ არაფერი ვიცით, მონაცემებს დავაჯამებთ. მარტო იმას გეტყვით, რომ ახალციხის თითქმის ყველა უბანში ერთი ადამიანი ლიდერობს, ვინ არის, ამას ვერ გეტყვით“, -ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სალომე ანთაძე.

წელს, საპატიო ახალციხელობის კანდიდატების სიაში ქალები ლიდერობენ. მოსახლეობა, 2016 წლის საპატიო ახალციხელებს 8 ქალისა და 2 მამაკაცისგან შემდგარი სიიდან არჩევდა. ჯამში კი ახალციხეს 10 საპატიო მოქალაქე ჰყავს და 10–ვე მათგანი კაცია.

საპატიო ახალციხელის სტატუსი პირველად 2004 წელს, ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპისკოპოსს მეუფე თეოდორეს მიენიჭა. საპატიო მოქალაქეების შერჩევის ტრადიცია, ოფიციალურად, 2013 წლიდან დამკვირდა. ყოველ წელს, „ახალციხელობის“ დღესასწაულზე, სამ საპატიო მოქალაქეს ირჩევენ და სიმბოლური საჩუქრებით ასაჩუქრებენ. სტატუსი სხვა რაიმე ტიპის შეღავათს არ გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ვინ ლიდერობს ‘საპატიო ახალციხელობის’ კანდიდატებში
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
‘საპატიო ახალციხელები’ – ეს სტატუსი მოულოდნელი იყო
როგორ შეარჩევენ საპატიო ახალციხელს –  საკრებულომ ახალი წესი დაამტკიცა
ახალციხის მერია საპატიო მოქალაქეებს არჩევს
საპატიო ახალციხელების კანდიდატების დასახელება დაიწყო