FM97.5 / LIVE

ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 29.06.2016
ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა, სადაც 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი.

ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კოპანია „Tastingwork”-ის ორგანიზებული პიარ-კამპანიის „ივნისი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში“ ფარგლებში ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში გაიმართა.

„Tastingwork”-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდებისა და ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.

„სან-ფრანცისკოში, ისევე როგორც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, ქართული ღვინის დეგუსტაცია იყო საოცრად წარმატებული, სადაც უამრავი ხალხი შეიკრიბა. ღონისძიებებს ძალიან პოზოტიური გამოხმაურება ჰქონდა. სან-ფრანციკოში გამართულ დეგუსტაციაზე ღვინის პროფესიონალები სპეციალურად, აშშ-ს სხვადასხვა შტატებიდანაც ჩამოვიდნენ“ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

დეგუსტაციების პარალელურად იმართებოდა სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ისე თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანიის “Marq Energie”-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლოს-ანჟელესში გაიმართა.

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს. აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას.

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან [R]
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში [R]
ქართული ღვინის წარდგენა ტალინსა და რიგაში [R]
ქართული ღვინის წარდგენა პეკინის „როტარი კლუბის“ შეხვედრაზე [R]
 ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა [R]