FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის განცხადებას დავით ნარმანია გამოეხმაურა

მთავარიეკონომიკა 15.01.2013
„ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ეხმაურება.

ვანო მერაბიშვილის განცხადებას დავით ნარმანია გამოეხმაურა
საგანგებო ბრიფინგი ვანო მერაბშვილმა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა. მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებულ კრიზისს სამი მიზეზი აქვს: ბიზნესების შევიწროვება, ინფრსატრუქტურული პროექტების შეჩერება და ერთიანი მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმის არარსებობა.
მისი თქმით, მიმდინარეობს ბიზნესის მასობრივი შემოწმება საგადასახადო ინსპექციის, ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. გარდა ამისა, შეჩერდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რამაც უმუშევრობის ზრდა და ბიუჯეტში შემოსავლების კლება გამოწვია. საბიუჯეტო კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად მერაბიშვილი ეკონომიკური გეგმის არაარსებობასაც ასახელებს.

”ამ კრიზისის შენიღბვის მიზნით, დღევანდელმა მთავრობამ ძველი, 2003 წლამდე, შევარდნაძის ეპოქაში არსებული ძველი პრაქტიკა, გადასახადების წინასწარ გადახდა, აღადგინა. გადასახადების წინასაწარ გადახდა მასობრივად დაიწყო. კომპანიებს დეკემბერში ახდევინებდნენ იანვარში გადასახადელ გადასახადებს, რაც ძალიან სავალალო მდგომარეობადე მიგვიყვანს", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. მისი განცახდებით, პროექტების თვალსაზრისით 2013 წელი დატვირთული იქნება და იმაზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ვიდრე 2012 წელს იყო დასაქმებული.

”2013 წელს ჩვენი სამინისტროს მიერ, პროექტების გახორციელების კუთხით 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა. გარდა ამისა, 2012 წელს დაწყებული ყველა გარდამავალი პროექტი აუცილებლად გაგრძელდება 2013 წელს. ასევე, საქართველოს 25-მდე მუნიციპალიტეტში ინიცირებულია წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტები. გახორციელდება დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა”, - განაცხადა ნარმანიამ.
მოსალოდნელ უმუშევრობის ზრდასა და საბიუჯეტო კრიზისს ნარმანია კატეგორიულად გამორიცხავს.

”საზოგადოების ინფორმირებულობის გამჭვირვალეობიდან გამომდინარე, წინასწარ ვაქვეყნებთ ინფორმაციას 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ. - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მინისტრი საზოგადოებას 2013 წელს გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მიაწვდის, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა. მერაბიშვილი კი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიხისის თემაზე პარტია მუშაობს და 22 იანვარს საზოგადოებას ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის შესახებ ზუსტ რიცხვებს მიაწვდის.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ნარმანია: 2014 წელს გარდამავალი პროექტები აღარ იქნება [Video]
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 5 მილიონი ლარი მოხმარდება
დავით ნარმანია 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' შესახებ პრესკონფერენციას გამართავს
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებს წელს 230 მილიონი ლარი გამოეყო
რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე-ჯავახეთში დავით ნარმანიას ელოდებიან
ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“