FM97.5 / LIVE

წვიმამ, ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები დააზარალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2016
ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე, წვიმისგან წამოსულმა ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლების კედლები დაზიანა. მოსახლეობა ქალაქის მერიას შველას სთხოვს.

წვიმამ, ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები დააზარალა

ძლიერი წვიმა ახალციხეში დღეს, 28 ივნისს, შუადღეს იყო.

„აქ დაგუბდა „პოლზე“ წყალი, რაფას ჩამოჰყვა. სახლები გვენგრევა“, –წვიმისგან დაზინებულ იატაკსა და კედლებს გვიჩვენებს ჰასმიკ აკოფიანი.

წვიმამ, ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები დააზარალა სახლისა და სარდაფის კედლები, ასევე იატაკი დაასველა ქუჩიდან შემოსულმა წყალმა აკოფიანის მეზობლად მცხოვრებ გრიგორიანებთანაც: „წვიმის დროს უნდა მოხვიდეთ აქ და ნახოთ რა ხდება. ნიაღვარმა წალეკა ეზო, არ გუბდება წყალი, აქედან მეზობლის „გარაჟებში“ გადის და მერე ისინი ჩვენ გვეჩხუბებიან“.


წვიმამ, ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები დააზარალა ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის შემდეგ აქ ასეთი მდგომარეობაა, ზედა ქუჩიდან მომავალ წყალს სანიაღვრე არხი ვერ ატარებს და ქუჩა იტბორება: „სახლების გასწვრივ ბორდიულები თვითონ გავაკეთეთ, რომ წყალი სახლებში არ შემოსულიყო, მაგრამ როგორც კი ძლიერი წვიმა მოვა, იმ ბორდიულებს სცდება და დაბალზე ვისაც გვაქვს სახლები, ფანჯრებიდან შემოგვდის“.


წვიმამ, ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები დააზარალა როგორც ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, არსებული ვითარების შესახებ ქალაქის მერიას წერილობით არაერთხელ შეატყობინეს.

„პასუხიც მოვიდა ჩემს სახელზე, ეწერა ქუჩას გავაკეთებთო, ეს შარშან იყო და მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა“, – ამბობს ჰასმიკ აკოფიანი.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები ოფელია გრიგორიანის თქმით, ქალაქის მერი მათ ქუჩაზე არსებული პრობლების სანახავად პირადადაც იყო: „მოვიდა, თქვა გავაკეთებო. იმის მერე არ გამოჩენილა“.

წვიმამ, ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები დააზარალა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსის გელვასი გელაძის თქმით, ქალაქის მერიას ქეთევან დედოფლის ქუჩის პროექტი უკვე ნაყიდი აქვს. ქუჩაზე მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობაა გათვალისწინებული, თუმცა, როდის შეიძლება პროექტი განხორციელდეს, უცნობია. ქალაქის მერიას ამისთვის ფული არ აქვს.

წვიმამ, ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები დააზარალა „წინასწარ შევისყიდეთ, შესაძლოა გამოვნახოთ თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ან ხანდახან სახელმწიფოსაც რჩება ხოლმე წლის ბოლოს თანხა ასათვისებელი და არაა გამორიცხული იქიდანაც მივიღოთ რაიმე“, – ამბობს გელვასი გელაძე და ამატებს, რომ ანიშნული პროექტი, არა მხოლოდ ქეთევან დედოფლის ქუჩის, არამედ მთელი დასახლების კეთილმოწყობას ითვალისწინებს და მისი ღირებულება დაახლოებით მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ივნისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახალციხის არაერთი ქუჩა დატბორა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქეთევან დედოფლის ქუჩაზე აყრილი ასფალტი ისევ არ დაუგიათ
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
‘არჩევნებზე ხმას არ ვაღირსებთ’ - დატბორილი დანიელაშვილის ქუჩა [Photo]
წვიმამ განსაკუთრებით სამი ქუჩა დააზარალა
დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ [Photo]
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]
დატბორილია სარდაფები და ავტოფარეხები – ძლიერი წვიმა ახალციხეში [ფოტო]