FM97.5 / LIVE

რაბათში ბოლივუდის რომანტიკული თრილერის სცენებს იღებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2016
ბოლივუდმა, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, რომანტიკული თრილერის სცენები გადაიღო. ფილმისთვის, სახელწოდებით ,,Machine” (ავტომანქანა) მსახიობები და გადამღები ჯგუფი, რაბათში, ორი დღის განმავლობაში მუშაობდა.

რაბათში ბოლივუდის რომანტიკული თრილერის სცენებს იღებენ

რომანტიკული თრილერი "Machine" ბოლივუდის მასშტაბური კინოპროექტია. მისი ყველა სცენის გადაღება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 65 დღის განმავლობაში იგეგმება.

ფილმი ოთხი ახალგაზრდის დაძაბული და რომანტიკული ურთიერთობების გარშემო ვითარდება. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ორდღიანი მუშაობისას, ჯგუფმა მძაფრ სიუჟეტიანი სცენები და მუსიკალური ნომრები გადაიღო.

ბოლივუდის პროექტზე, საქართველოში, ინდური კომპანია "Abbas Mustan" და ქართული "Betterfly Production" ერთობლივად მუშაობენ.
გადაღებისათვის შესაფერისი ადგილების შესარჩევად, ბოლივუდის წარმომადგენლები საქართველოში აპრილის თვეში ჩამოვიდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონი დაათვალიერეს.

"ფილმი, შინაარსიდან გამომდინარე, მოითხოვდა ძალიან ბევრ, განსხვავებული ტიპის ლოკაციას. იგი დატვირთულია მუსიკალური ნომრებით და ჩასაწერი გვაქვს 4–5 სიმღერა, თავისი მუსიკალური ვიდეოთი. სწორედ ერთ–ერთი სიმღერის ანუ ე.წ კლიპის გადაღება მიმდინარეობს რაბათში, რადგან რეჟისორებს ლამაზი, ეგზოტიკური გარემო სჭირდებოდათ“, – ამბობს კომპანია „Betterfly Production“–ის პროექტის მენეჯერი თაკო სულაქველიძე.

ფილმის რამდენიმე სცენა უკვე გადაიღეს რუსთავსა და ბათუმში. ახალციხის ციხის ტერიტორიას კი ჯგუფი 29 ივნისს დატოვებს. გადაღებები ბორჯომში გაგრძელდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

23.05.2020 სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

23.05.2020 მძღოლების ნაწილს მანქანის ტექნიკური ინსპექტირების გავლა ორი თვით გაუხანგრძლივდათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პარკში ინდური ფილმის სცენები გადაიღეს
ახალციხის ციხეში ისევ გადაღებებია
ახალციხის ციხეში დოკუმენტური ფილმის სცენებს იღებენ
ახალციხის ციხეში ბოლივუდი ფილმს იღებს
რაბათში ‘ქაჯეთის ციხის’ აღების სცენა გაცოცხლდა [Photo]
ახალციხის ციხეში კლიპს იღებენ
ახალციხის ციხე ლიტვურ პროექტში