FM97.5 / LIVE

ახალციხელი პოლიტიკოსები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას აფასებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.06.2016
იმოქმედებს თუ არა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ქვეყანასა და სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებზე. როგორ აფასებენ ახალციხელი პოლიტიკოსები მსოფლიო მოვლენას;

ახალციხელი პოლიტიკოსები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას აფასებენ

ახალციხეში წარმოდგენლი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დადებითად არ აფასებს.

„არ იყო სწორი გადაწყვეტილება და მაგას ბრიტანეთი მალე მოიმკის“, – ამბობს „გირჩის“ რეგიონული კოორდინატორი კობა გორგოძე.

ამ მოსაზრებას იზიარებს ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ რეგიონული კოორდინატორი კახა ბერიძე: „ვფიქრობ ამის შემდეგ ქვეყანაში პრორუსული ძალები გააქტიურდებიან“.

შეკითხვაზე, გაზრდის თუ არა ეს მსოფლიო მოვლენა პრორუსულ განწყობებს რეგიონში, ბერიძე გვპასუხობს: „არამგონია, რადგან, მაგალითად, სომხური დიასპორის წარმომადგენლები რუსეთში თუ დადიან, ევროპული ცხოვრებაც კარგად იციან. მათ ზუსტი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, სად უფრო უკეთესია ცხოვრება“.

რეგიონში პრორუსული განწყობების მატებას არც გორგოძე პროგნოზირებს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მოვლენა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აუცილებლად აისახება: „ლარის გაუფასურების ერთ–ერთი მიზეზი ჩვენთან ესეც იყო“.

ლარის კურსთან მიმართებაში ბრიტანეთის მოვლენების დაკავშირებას არასერიოზულს უწოდებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური: „სასაცილოა დოლარისა და ლარის კურსის საკითხის ბრინტანეთში არსებულ მოველენებთან მიმართებაში განხილვა“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამპყრობელთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა და მასთან მოლაპარაკებებს ვცდილობდეთ: „ბრიტანეთის გასვლა კი ევროკავშირის დაშლის დასაწყისია“.

„ეს არ არის ევროკავშირის რღვევის საწყისი“, – აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ახალციხის საკრებულოს დეპუტატი შალვა გოგოლაძე. მისთვის ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესო ის მომენტია, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ხმა ახალგაზრდებმა არ მისცეს და ფაქტობრივად ქვეყანამ ეს არჩევანი უფროსი ასაკის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გააკეთა.

„არ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთთან მიმართებაში განწყობების შესაცვლელად იქნება გამოყენებული. თან ვფიქრობ, რომ შესაძლოა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია“, – ამბობს შალვა გოგოლაძე.

დადებითად ამ მსოფლიო მოვლენას არც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე აფასებს: „მეც მაინტერესებს მიზეზი, თუ რატომ მიიღეს ბრიტანელებმა ეს გადაწყვეტიელბა. ყურადსაღებია ეს მომენტი ევროკავშირისთვის“.

კომენტარის გაკეთებისასგან თავს იკავებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე: „ეს ხალხმა გადაწყვიტა“.

მომხდარში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ხედავს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილი: „მსოფლიოში ხელახალი დაჯგუფებების შექმნა დაიწყო. ამ მოვლენას ვაშაძის ჩვენი პარტიიდან გასვლას შევადარებდი. მისი წასვლით ჩვენი პარტია არც დაშლილა და არც დანგრეულა. ასე იქნება ევროკავშირიც“.

სხვა პარტიების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას დადებითად აფასებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ახალციხეში ბიძინა გოგოლაძე: „აუცილებლად უნდა დაეტოვებინა. ეს გამართლებულად მიმაჩნია. ამდენი ლტოლვილი რატომ უნდა ცხოვრობდეს ბრიტანეთში. ეს ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილებაა“.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმის შედეგები 23 ივნისს გახდა ცნობილი. ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას მხარი ამომრჩევლის 51%-მა დაუჭირა 48 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო. ამ დროისთვის ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ. პეტიციას ხელი უკვე ნახევარ მილონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘თავისუფალი დემოკრატების’ წევრი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
შალვა გოგოლაძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა
კვირის აქცენტი: შალვა გოგოლაძის საქმე [Video]
NDI : მოსახლეობა არჩევნების პროცესს  უმეტესად  დადებითად აფასებს
საარჩევნო ტემპერატურა ახალციხეში
ვინ იქნება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
შალვა გოგოლაძე მერიისგან 4.500 ლარის მიღებას ამ დრომდე ელოდება