FM97.5 / LIVE

აღმოჩენა აწყურში

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.06.2016
შუა საუკუნეების ეკლესიის საკურთხეველი, ასომთავრული წარწერა, სამარხები და სხვადახვა დანიშნულების დეკორატიული ნივთები, რომელთა ნაწილიც ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა – აწყურის ტაძრის ეზოში შუა საუკუნეების ნაეკლესიარი აღმოაჩინეს.

აღმოჩენა აწყურში

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის კათედრალური ტაძრის ეზოში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დღეს, 27 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

შუა საუკუნეების ეკლესიის საკურთხეველი, ასომთავრული წარწერა, სამარხები და სხვადახვა დანიშნულების დეკორატიული ნივთები, რომელთა ნაწილიც ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა აწყურში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა.
აქამდე უცნობი ტაძრის ნაშთები, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალური ტაძრის რეაბილიტაციის დროს ნახეს. სპეციალისტები ზუსტი თარიღის დადგენაზე მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ნაეკლესიარი მეცხრე საუკუნის დასასრულითა და მეათე საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

"ახლა ჩანს ეს ტაძარი პატარა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩრდილოეთის ნავთან გვქონდეს საქმე და შესაბამისად, ამ ტაძრის ცენტრი ჯერ კიდევ მიუკვლეველია, ეს მომავალი გათხრების შედეგად გამოვლინდება. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ დიდი მასშტაბის ტაძარი იქნება. განსაკუთრებული ყურადღებას იმსახურებს ის ასომთავრული წარწერა, რომელიც შესანიშნავად არის შემორჩენილი, ასეთი ტექსტით: ,,ქრისტე შიეწყალე გიორგი ეპისკოპოსი“,– აქ საქმე გვაქვს, როგორც ჩანს, აწყურელ ეპისკოპოსთან“, – ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი.

ახლად აღმოჩენილი ისტორიული ნაშთების კვლევას ექსპერტთა ჯგუფი კვლავ განაგრძობს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, არქეოლოგიურლი სამუშაოები კათედრალური ტაძრის ინტერიერსა და ნაეკლესიარზე პარალელურად განხორციელდება.

"სამი კვირის წინ დავაანონსეთ, რომ აქ, მასალიდან გამომდინარე, აღმოჩენებს ველოდებოდით და შედეგიც არის. სამი დღის წინ აღმოვაჩინეთ ეს ნატაძრალი. როცა მთავარი კათედრალური ტაძრის რეაბილიტაციისას, სამუშაოები ფართოდ გაიშალა, მაშინ ვნახეთ. თავისი გეგმარებით, საკურთხევლის ფორმით, ნიშით, წარწერითა და ა.შ მივდივართ იქამდე, რომ ეს ტაძარია. შემდეგში მეცნიერები იმუშვებენ ამ საკითხზე“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშოები დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმაც მოინახულა. მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ნაეკლესიარისა და ანტიკური ხანის სხვადასხვა ნივთების აღმოჩენა, არა მხოლოდ სამცხე–ჯავახეთის, არამედ მთელი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი: „დღევანდელი აღმოჩენა არის დადასტურება იმისა, რომ აწყური იყო ყოველთვის ძეგლი ქრისტიანობისა. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცეოდა აწყურის ტაძარს და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლე აღმოჩნდება“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან“ ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტაძრის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. იგი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ, ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებებია დაგეგმილი. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მომავალ წელს დაიწყება. საბოლოოდ სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს
აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება
აწყურის ტაძრის აღდგენა იწყება[Video]
ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება
აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა