FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.06.2016
ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევის ინდივიდუალური და სისტემური ხასიათის შემთხვევების შესწავლის, სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების მექანიზმების შემუშაების მიზნით, სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია.

სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

როგორც სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, მოწვევის წერილში საუბარია ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და იმ ფაქტორებზე, რომელთა არსებობაც ზღუდავს კონსოლიდირებული და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, შემწყნარებლობას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას, უმცირესობათა იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობებს.

პრობლემებს შორის ხაზგასმულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ეთნიკურ/ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათი წარმომადგენლობა ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებში, ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, განათლების შესაძლებლობებზე, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და სხვა. ცალკეა განხილული ბოშათა თემის წინაშე არსებული მწვავე პრობლემები.

„სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან წარმატებული თანამშრომლობისა და ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, მთავრობისა და სხვა პასუხისმგებელი მხარეების რეაგირების ღონისძიებები უფრო ეფექტური გახდება, რაც აისახება ქვეყანაში ეროვნულ/ეთნიკურ უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ომბუდსმენმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
2013 წელს სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობამ იმატა
ადიგენის მუსლიმ თემს სახალხო დამცველი შეხვდება
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე