FM97.5 / LIVE

უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 31.12.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის სკოლის მოსწავლეებმა, სამი მრავალშვილიანი ოჯახიდან, სახელმძღვანელოები ვერ მიიღეს.

უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოებს დაპირდა. თუმცა ამ კატეგორიაში მოხვედრილ ყველა მოსწავლეს წიგნები უფასოდ არ ერგო. სამმა მრავალშვილიანმა ოჯახმა, რომელთა ბავშვებიც სოფელ ბუღაშენის სკოლაში სწავლობენ, წელს წიგნები უფასოდ ვერ მიიღეს.

„სამი შვილი მყავს. უფასო სახელმძღვანელოები მხოლოდ ერთს მისცეს, არადა ამბობდნენ, რომ სამივეს დაურიგებდნენ. წიგნები ვიყიდე. ყოველდღე მოდიან, ხან 10 ლარი მოგვეცი, ხან 16 ლარი. საკმაოდ ბევრ საგანს სწავლობენ. უფასო წიგნები არ მისცეს ჩემს მე–8 და მე–12 კლასელ შვილებს. ჩემი შემოსავლის წყარო მხოლოდ კარტოფილია და იმასაც ვერ ვყიდი. ჩვენს ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნია“, – ამბობს მეხაკ აზოპიანი.

სახელმძღვანელოების ფასი 6-დან 18 ლარამდე მერყეობს. წიგნების ფასი განსაკუთრებით მძიმედ იმ ოჯახებზე ისახება, ვისაც რამდენიმე მოსწავლე ჰყავს.

ნუნე აპოზიანის შვილები მე-3, მე-5 და მე-7 კლასებში სწავლობენ. არცერთ მათგანს ჯერ სახელმძღვანელო არ აქვს.

„წიგნებს დაგვპირდნენ, მაგრამ არ მოგვცეს. ჩემს შვილებს ეკუთვნოდათ. ახლა სკოლაში სამივე უწიგნოდ დადის. სხვა ბავშვებისგან იწერენ და ისე სწავლობენ. არადა კარგი მოსწავლეები არიან“, – ამბობს ნუნე აპოზიანი.

ბუღაშენის სკოლაში სახელმძღვანელოების გარეშე რამდენიმე პედაგოგიც დარჩა.

ელიზავეტა გალოიანი ბიოლოგიის პედაგოგია.

„ბიოლოგია რთული საგანია, მაგრამ წიგნი არ გვაქვს. მქონდა საჩივარი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სკოლაში მე-9, მე-10 და მე-12 კლასებში სახელმძღვანელოები არ არის. თანახმა ვარ, რომ მომცენ წიგნი, რომელშიც ნახევარი ტექსტი ქართულად იქნება, ნახევარი კი სომხურ ენაზე. თუნდაც ქართულად იყოს, რომ ვიცოდე, რა პროგრამით ვასწავლო ბავშვებს, რა უნდა გავიაროთ“, – ამბობს იგი.

ბუღაშენის სკოლის დირექტორი თადევოს ფალიანი ამბობს, რომ განაცხადი ივნისში გააკეთეს: „სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან წიგნები უფასოდ ოთხმა ბავშვმა მიიღო, მრავალშვილიანი ოჯახებიდან კი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ. დაგვპირდნენ, რომ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებსაც უფასოდ მისცემდნენ სახელმძღვანელოებს, მაგრამ არ გააკეთეს. რესურს ცენტრში მითხრეს, რომ წიგნები თბილისიდან არ გამოუგზავნიათ“.

ახალქალაქის რესურს ცენტრის დირექტორის ნარცის კარაპეტიანის თქმით, შესაძლებლობის ფარგლებში წიგნები ყველას დაურიგეს. თუ ვინმემ ვერ მიიღო, შესაძლოა იმის ბრალიც იყოს, რომ სკოლის დირექტორმა სახელმძღვანელოების საჭიროების შესახებ მონაცემები ბაზაში დაგვიანებით შეიტანა, ან სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა დროულად არ მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტები.

რესურს ცენტრში ვერ მოგვაწოდეს მონაცემი, რა რაოდენობით წიგნი მიიღო ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეების დასახმარებლად.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
უფასო წიგნები - შეფასებები ახალციხიდან
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
ახალციხეში უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა
სამმაგი ხარჯი სასკოლო წიგნებისთვის
შეძლებული ოჯახების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შესაძლოა აღარ გადაეცეთ
შეძლებული ოჯახების მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს ისევ მიიღებენ