FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2016
ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკის შესახებ დისკუსია გამართეს.

ახალციხეში  ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელეს
დისკურია, თემაზე ,,პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის მიმართ“ ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მას ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი ქეთევან ბებიაშვილი გაუძღვა.

„პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ქეყანაში სახელმწიფო დონეზე ნაკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა არ არსებობს. ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა საკანონმდებლო დონეზეც“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი ქეთევან ბებიაშვილი.

დისკუსიის განმავლობაში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე, მარიხუანას ლეგალიზაციასა და დეკრიმინალიზაციაზე.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა ასაკი ძირითადად 26–დან 42 წელია.

„სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აქ ნარკოტოკული საშუალებების მოხმარება შედარებით ნაკლებია. ძირითადად მარიხუანას მოხმარების შემთხვევები ფიქსირდება და ის ხშირ შემთხვევაში დამსვენებლებს მაგალთად აბასთუმანში ან ბორჯომში ჩამოაქვთ“, – ამბობს ექსპერტ–ნარკოლოგი ნანა გოგოლაძე და ამატებს, რომ ბოლო პერიოდში მარიხუანას მოხმარება თითქმის მინიმუმზე დავიდა – პირადად მე, ლეგალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, დეკრიმინალიზაცია შეიძლება, თუმცა მხოლოდ მარიხუანის“.

1912 წელს, ჰააგის დეკლარაციაში, საერთაშორისო საზოგადოებამ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა, სადაც ნარკოტიკების წარმოება და გავრცელება დასაშვებად მხოლოდ სამედიცინო სფეროში და სამკურნალო მიზნებისთვის იყო მიჩნეული.

1987 წლიდან 26 ივნისი გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამცხადდა და ყოველწლიურად აღინიშნება.

ახალციხეში  ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სად და ვისთვის იკრძალება მარიხუანას მოხმარება
21 წლამდე პირებისთვის მარიხუანას მოხმარება აიკრძალება
მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა
გამოკითხვა: უნდა იყოს თუ არა მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული? [Video]
მარიხუანის მოხმარებისთვის მძღოლის ადგილზე ნარკოტესტირება აპრილიდან დაიწყება
საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
კრიმინალისტური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინეს