FM97.5 / LIVE

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 20.06.2016
თინათინ ხიდაშელი: საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენ მაგივრად

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში [R]

ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს... არ არსებობს უსაფრთხო ევროპა, არ არსებობს თავისუფალი ევროპა, არ არსებობს მშვიდობიანი ევროპა მშვიდობიანი და უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად ქცეული საქართველოს გარეშე“- საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში ვიზიტისას, ამერიკის ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ეს სიტყვები წარმოთქვა.

მინისტრმა ნატოს გაფართოების თემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ის ძირითადი მიზეზები, რომლის გამოც დღეს საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი სახელმწიფო: თქვენ უფრო მეტად უნდა იყოთ დაინტერესებული ნატოში ჩვენი მიღებით, ვიდრე საქართველოა.

თქვენ საქართველო იმაზე კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ჩვენ დღეს გვჭირდება ნატოში გაწევრიანება. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენ მაგივრად.

რადგან ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი - არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს.

ის, თუ რა სარგებელი აქვს თავად ალიანსს გაფართოების თვალსაზრისით, მინისტრის ემოციური გამოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა: ნატომ მხოლოდ დადებითი შედეგები მიიღო გაფართოებიდან და მხოლოდ გაძლიერდა გაფართოების ყოველი ეტაპის შემდეგ. იგივე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ, რა ტაქტიკას მივმართოთ ამის მისაღწევად. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ტაქტიკა გადამწყვეტ ქმედებებს ითვალისწინებდეს და გაბედული ნაბიჯები გადავდგათ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ივნისს დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ატლანტიკური საბჭოსმიერ ორგანიზებულ შეხვედრის გარდა არაერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა.

მათ შორის იყო შეხვედრა თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილეს, ევრილ ჰეინსთან, სადაც საუბარი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეეხო.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთობლივი, წარმატებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არის ამ ახალი და საინტერესო ამბების განმაპირობებელი", -განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტზე, საქართველოს პერსპექტივებსა და ამ პროცესში აშშ-ში პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო და რჩება ერთ-ერთ გადამწყვეტად.

„საქართველო, თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმუმს აკეთებს, რომ პარტნიორებს კიდევ უფრო გაუადვილოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

[sknews.ge]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად
ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]
საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიმართა [R]
'საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს - გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით'
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
რა ინტერესი აქვს ნატოს საქართველოს მიმართ?
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]