FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ უმცირესობის დეპუტატის საქმეზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 20.06.2016
ახალციხის მერია სასამართლოს გადაწყვეტიელბას, რომლის მიხედვითაც მერს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერით ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა დაევალა, ასაჩივრებს.

ახალციხის მერიამ უმცირესობის დეპუტატის საქმეზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ახალციხის მერიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახალციხის რაიონული მოსამართლის გია ბერაიას გადაწვეტილება უკვე გაასაჩივრა.

„არ ვეთანხმებოდით და იმიტომ გავასაჩივრეთ“, – ამბობს გიორგი კოპაძის ადვოკატი დავით მუმლაძე.

მეორე მხარეს ჯერ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი არ ჩაბარებია, შესაბამსიად არც შესაგებელია მომზადებული.

„ვფიქრობ, რომ სააპელაციო ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს. თუმცა შესაძლოა, წარმოებაში ეს საქმე არ მიიღოს“, – ამბობს უმცირესობის დეპუტატის ჯიმშერ გოგოლაურის ადვოკატი მზია გიორგაძე და ამატებს, რომ ამას მერია მხოლოდ დროის გაყვანის მზინით აკეთებს – „თავად იციან, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება“.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი კოპაძემ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადაცემა „დიალოგში“ ჯიმშერ გოგოლაურზე გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება უნდა უარყოს. სწორედ ამ გადაცემაში უთხრა გიორგი კოპაძემ დეპუტატ ჯიმშერ გოგოლაურს, რომ „მაშინ როცა იგი პოლიციის თანამშრომელი იყო, პატიმრებს ბოთლებზე სვამდა და პატიმრები ამის გამო ფანჯრებიდან ხტებოდნენ“.

აღნიშნული გადაწყვეტილება გია ბერაიამ მიმდინარე წლის 23 მარტს გამოაცხადა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა
უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ
ხვალ დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
სასამართლომ ახალციხის მერის წინააღმდეგ დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო