FM97.5 / LIVE

სამი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი ძალისმიერ წოლჭიმში

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.06.2016
ძალისმიერი წოლჭიმის რესპუბლიკური ტურნირიდან სამცხე–ჯავახეთის გუნდი სამი პირველი და გუნდური მეორე ადგილით დაბრუნდა. ახლციხის სახელით შსს–ს სამცხე–ჯავახეთის უწყებების მაღალჩინოსნები და ახალციხელი მოზარდები ასპარეზობდნენ.

სამი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი ძალისმიერ წოლჭიმში

შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში დღეს, 19 ივნისს, ქალაქ სიღნაღში გაიმართა. რესპუბლიკურ ტურნირზე ახალციხის სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე, საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ყოფილიუფროსი დავით მაღრაძე და ამჟამინდელი უფროსის მოადგილე კობა კობახიძე მონაწილეობდნენ.
სამივე მათგანმა შესაბამის წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი და ოქროს მედალი აიღო.

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი აიღო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

„საკუთესო შედეგით გახდა ჩემპიონი. ძალიან დიდი ბრძოლა მოუწია, მეორე ადგილოსანს 2– კილოგრამ ნახევრით გაუსწრო. ამ წონით კატეგორიაში 11 ადამიანი მონაწილეობდა“,– ამბობს სამცხე–ჯავახეთის ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი სპარტაკ თაქთაქიძე.



იგივე კატეგორიაში, ოღონდ ვეტერანების დივიზიონში, ასევე პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ კობა კობახიძემ.

„წელს მან გააუმჯობესა რეკორდი. 5 ვეტერანი ჰყავდა კონკურენტი, ოქროს მედალი მიიღო და გახდა საქართველოს რეკორდსმენი“,– ამბობს სპარტაკ თაქთაქიძე.



შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირში ასევე ახალციხის სახელით მონაწილეობდა სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით მაღრაძე. მან პირველი ადგილი და ოქროს მედალი, 105 კილოგრამ კატეგორიაში მიიღო.



შსს–ს მაღალჩინოსნებთან ერთად, ტურნირში, ახალციხიდან, მოზარდების გუნდიც მონაწილეობდა. მათ პიროვნულად საპრიზო ადგილები არ აუღიათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, სამცხე–ჯავახეთის სპორტული სკოლის „ჯიმ–ოლიმპის“ სპორტსმენებმა, საქართველოს მასშტაბით, გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

სამი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი ძალისმიერ წოლჭიმში

სამი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი ძალისმიერ წოლჭიმში


[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

შსს–ს სამცხე–ჯავახეთის უწყებების თანაშრომლებმა რესპუბლიკურ ჩემპიონატზე 2 მედალი აიღეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა
5 ოქრო და I ადგილი – შსს–ს გუნდის წამატება ძალისმიერი სამჭიდში
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის პირველმა პირებმა ოქროს მედლები აიღეს
ახალციხელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს
მერიის ჯილდო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფების ხელმძღვანელებს
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა