FM97.5 / LIVE

კახეთში ატმის სეზონი დაიწყო [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 19.06.2016
კახეთში ატმის სეზონი დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ გურჯაანის მუნიციციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელ-შემნახველი საწარმო დაათვალიერეს და ატმის მიღების პროცესს გაეცნენ.

კახეთში ატმის სეზონი დაიწყო [R]

შპს "ქართული ხილის კომპანიამ“ ატმის მიღება 2 დღეა რაც დაიწყო და პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. საწარმოს ერთ საათში 1500 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხება შეუძლია. კომპანია სამაცივრე მეურნეობასაც ფლობს, სადაც 400 000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის დასაწყობებაა შესაძლებელი. შპს "ქართული ხილის კომპანიას“ შესყიდული პროდუქცია ექსპორტზე გააქვს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, წელს, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება.

"კახეთში ატმის მოსავლის აღება დაიწყო. სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები მზად არიან მოსავლის მისაღებად, შესაბამისად ვფიქრობთ, ფერმერებს ამ კუთხით შეფერხება არ ექნებათ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შპს "ქართული ხილის კომპანიის“ გაყიდვების მენეჯერის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქართულ ატამზე მოთხოვნა უკრაინიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდანაა. კომპანია მზად არის ჩაიბაროს ნებისმიერი სახეობის ხარისხიანი ხილი და მოახდინოს მისი ექსპორტზე გატანა.

სოფელ ჩულმაყში მდებარე ხილის გადამამუშავებელ-შემნახველ საწარმო შპს "ქართული ხილის კომპანია“ 2013 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. განხორციელებული ინვესტიცია 1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 600 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში მუდმივად 7, ხოლო სეზონურად 22 ადგილობრივია დასაქმებული.

საწარმოში ატმის მიღების პროცესს, მინისტრთან ერთად კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[sknews.ge]



22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია [R]
კახეთში ალოობა დაიწყო [R]
წნისში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
ლევან დავითაშვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“  შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
შეღავათიანი აგროკრედიტით სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი საწარმო დაფინანსდა
ახალციხეში ხილის საშრობები გააკეთეს