FM97.5 / LIVE

‘წყალმომარაგების კომპანიის’ მიერ ამოთხრილ ორმოში ბავშვი ჩავარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 19.06.2016
ახალციხეში, თბილისის ქუჩაზე, ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ მიერ საკანალიზაციო სისტემის დაზიანების შესაკეთებლად ამოთხილ ორმოში, 8 წლის ბავშვი ჩავარდა. მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

‘წყალმომარაგების კომპანიის’ მიერ ამოთხრილ ორმოში ბავშვი ჩავარდა

შემთხვევა გუშინ, 18 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათისთვის მოხდა.

‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ახალციხის სერვის–ცენტრმა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ქუჩაზე, საკანალიზაციო სისტემის შესაკეთებლად დაახლოებით 40 სანტიმეტრი სიღრმის ორმო ამოჭრა, დაზიანება შეაკეთა და ადგილი ღიად დატოვა.

დაზიანებიდან წყალი ისევ ამოვიდა და ორმო გაივსო. როგორც შემთხვევის ადგილის მახლობლად მცხოვრებლები ყვებიან, 8 წლის ბავშვს ორმო პატარა გუბე ეგონა, გადავლა სცადა და ჩავარდა.

„ჩემ მეუღლეს დაუნახავს, რომ ბავშვი ჩავარდა. ქუჩაზე სხვა არავინ იყო, ვიდრე მისახმარებლად მივიდა, ბავშვი თვითონ ამოსულა და გაქცეულა“,– გვიყვება თბილისის ქუჩის ერთ–ერთი მცხოვრები.

მეზობლებისვე ნაამბობით, შემთხვევიდან ცოტა ხანში ბავშვი მშობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს: „დღეს ვნახეთ და კარგადაა. სახე აქვს დაზიანებული“.

„უნიმედი სამცხე – ახალციხის ჰოსპიტალში“ პაციენტის მიყვანას გვიდასტურებენ. საავადმყოფოს მფლობელი კომპანიის, „ევექსის“ კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ელდარ ალიევი ამბობს, რომ ბავშვს სერიოზული არაფერი სჭირდა: „როგორც ქირურგმა მითხრა , პატარა ნაკაწრი ჰქონდა. ბავშვი იყო გაღიზინებული და შეშინებული“.

თბილისის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავარიის ადგილას რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი არ დგას: „ამოთხარეს და დატოვეს“.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძე შემთხევის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.

„ვინ გითხრათ, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული? რამხელა ორმო იყო, ნანახი გაქვთ?! 40–სანტიმეტრიანი ორმო იყო, რომელიც გარშემო ლენტით იყო შემოსაზღვრული“,– ამბობს იგი და ამატებს, რომ სამწუხარო შემთხვევა მოხდა.

მისივე განმარტებით, უსაფრთხოების სამსახური შემთხვევას იკვლევს და იმ შემთხევავაში თუ დადასტურდა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ვინმემ გამოჩინა გულგრილობა ან უპასუხისმგებლობა, ცალსახად დაისჯება.

სიხარულიძის თქმით, დაზიანების შესაკეთებლად შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს და პრობლემა 2–3 საათში მოგვარდება.

‘წყალმომარაგების კომპანიის’ მიერ ამოთხრილ ორმოში ბავშვი ჩავარდა

‘წყალმომარაგების კომპანიის’ მიერ ამოთხრილ ორმოში ბავშვი ჩავარდა

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, თბილისის ქუჩაზე, სასმელი წყალი ასფალტზე გადმოდის
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
ორი დღეა კოსტავას ქუჩის ერთი კორპუსი უწყლოდაა
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა
ახალციხის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში მეორეკლასელი მოსწავლე მდინარე ფოცხოვში ჩავარდა
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?