FM97.5 / LIVE

პროგრამა ‘სტარტაპ საქართველო’ დაიწყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.06.2016
არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის.პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, - პრემიერმა კირიკაშვილმა „სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა.

პროგრამა ‘სტარტაპ საქართველო’ დაიწყო

პროგრამა საქართველოს მთავრობისრეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაიწყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ,როგორ მოიფიქრონ ახალი იდეები იმისთვის, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი“, – განაცხდა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის პრეზენტაციაზე.

მისი განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და, შესაძლოა, სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც ბიზნესი უნდა დაიწყონ.

„გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით -ტექნოპარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა, იძლევა საშუალებას, გამოვიყენოთ მთლიანად აქ არსებული ინფრასტრუქტურა; აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ გახლავთ ის სამეწარმეო საწყისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წამოიწყონ ბიზნესი და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ პროგრამით ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ, სახელმწიფო დაეხმარება ექსპორტში და მათიშესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაშიც”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამისთვის საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო შემდგომ გათვალისწინებულია პროგრამის ბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა.

განაცხადების მიღება გუშინ დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა. დაინტერესებული პირები, ერთი ფანჯრის პრინციპით, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ტექნოლოგიური პარკის შენობაში, ასევე, იმუშავებს ცხელი ხაზი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

იწყება პროგრამა ‘სტარტაპ საქართველო’
ახალციხესა და ახალქალაქში  პროგრამა ‘სტარტაპ საქართველოს’  პრეზენტაცია გაიმართება
‘უმასპინძლე საქართველოში’ – ახალი სამთავრობო პროგრამა
საქართველოს მთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს
რას გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
'მიკრო გრანტები მთის განვითრებისთვის'- პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში