FM97.5 / LIVE

სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 16.06.2016
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გასწვრივ მდებარე სამცხე–ჯავახეთის 33 სოფელში სათემო კავშირები აქტიურად ფუნქციონირებენ. ამ კავშირების ძირითადი დანიშნულება სოფლის განვითარებისთვის ზრუნვა და მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებაა.

სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]
უდეს საქონლის დაწყურება მნიშვნელოვანი პრობლემების სიაში აღარ არის

კომპანია BP-ს დაფინანსებით, 2003 წელს სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, პროგრამა "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) დაიწყო, რომელსაც, უკვე ექვსი წელია სამცხე-ჯავახეთის ნაწილში "რეგიონული განვითარების ასოციაცია" (RDA) ახორციელებს.

ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 33 სოფელში პროგრამა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ერთ–ერთი მიმართულება სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, მილსადენის გასწვრივ 4 კმ დერეფნის სივრცეში მდებარე ყველა დასახლებაში სათემო კავშირები შეიქმნა. თანამონაწილეობრივი გრანტის მოსაპოვებლად სათემო კავშირები სოფლის კრებაზე მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტულ პროექტებს არჩევენ, საკონკურსო განაცხადებს ავსებენ. გამარჯვებული საგრანტო პროექტის განხორციელებაში სოფლის მოსახლეობაც არის ჩართული ფიზიკური შრომით ან ფინანსური თანამონაწილეობით. პროცესში რეგიონული განვითარების ასოციაციის გუნდიც მონაწილეობს - ადგილზე მოწმდება სამუშაოების შესრულების ხარისხი და ვადები. სათემო კავშირებს მუდმივად უტარდებათ ტრენინგები, რომ ეს და სხვა პროექტები სათანადო ხარისხით და უსაფრთხოების აუცილებელი ზომების დაცვით განახორციელონ.

ვალეს სათემო კავშირი „ტუბერი 2008“

სათემო კავშირის „ტუბერი 2008“ ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებულმა კონკურსებმა. არსებული სათემო კავშირი პასიური იყო და ვალე ვერ ახერხებდა კონკურსებში სათანადოდ მონაწილეობას.

ადგილობრივმა მოსახლეობამ კრებაზე ჯერ სათემო კავშირის 5 წევრი, შემდეგ კი მათ შორის თავმჯდომარე, გედევან გოზალიშვილი აირჩია. თავად თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სოფლის ინფრასტრუქრული განვითარებისათვის, აუცილებელია, სათემო კავშირი აქტიური იყოს: „ვალეში მანამდეც იყო სათემო კავშირი, თუმცა სწორედ მისი პასიურობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ხალხმა ახალი სათემო კავშირი შექმნა, რომელიც ჩაერთვებოდა მოსახლეობის პრობლემების მოგვარების პროცესებში“.

პირველი პროექტი, რომელიც სათემო კავშირის შექმნიდან მალევე დაფინანსდა, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია იყო. პრიორიტეტი სოფლის საერთო კრებაზე შეირჩა, შემდეგ კი მის პროექტირებაზე სათემო კავშირის წევრებმა იმუშავეს.

„მალევე მივიღეთ თანამონაწილეობრივი გრანტი სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტისთვის. ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რადგან ამ სარწყავ წყალს სამეურნეო დატვირთვის გარდა, ისტორიული დანიშნულებაც ჰქონდა. ვალელების წინაპრებმა 300 წლის წინ, ეს სარწყავი წყალი 8 კილომეტრის მანძილზე, სოფელ ორალის მიმდებარე ტერიტორიიდან, მთებიდან გამოიყვანეს. სამუშაოები სულ ხელით იყო შესრულებული. თუმცა, დროთა განმავლობაში არხმა სერიოზული ამორტიზაცია განიცადა. იმ შემთხვევაში, თუკი მისი აღდგენა არ მოხდებოდა, იყო საშიშროება, რომ სამუდამოდ დაკარგულიყო“, – განმარტავს სათემო კავშირის თავმჯდომარე გედევან გოზალიშვილი.

მისივე თქმით, სარწყავი წყლის არხის რეაბილიტაცია CDI–ს ინჟინრის დახმარებით, სწორად განხორციელდა, რის შედეგადაც, ვალეს მოსახლეობას დღემდე ამ არხიდან სარწყავი წყალი უპრობლემოდ მიეწოდება.

პირველი წარმატებული პროექტის შემდეგ, სათემო კავშირის ხელმძღვანელობით, ვალეში კიდევ ოთხი პროექტი დაფინანსდა. 2011 წელს ალპური სათიბებისკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია მოხდა და საძოვრებზე პირუტყვისათვის 15 მეტრის სიგრძის სარწყულებლები დამონტაჟდა, ასევე შეკეთდა სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობები.

2015 წელს, საერთო კრებაზე, მოსახლეობის ინიციატივით, სახნავ–სათესი ნაკვეთებისაკენ მიმავალი ამორტიზირებული მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გადაწყდა.

"გზის მონაკვეთი იმდენად დაზიანებული იყო, რომ მოსახლეობას საკუთარ ნაკვეთებში მისვლა გაზაფხულსა და შემოდგომით ძალიან უჭირდა. ამ გზის ამორტიზებულ მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი გაკეთდა“, – ამბობს „ტუბერი 2008“–ს თავმჯდომარე.

კავშირის ჩამოყალიბების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად დაიწყო და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]
ვალის მოსახლეობის მოსავლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა სამურნეო გზის რეაბილიტაციით მოგვარდა

უდეს სათემო კავშირი „უდე“

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სათემო კავშირი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2013 წელს სოფელი ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის სამიზნე სოფლებს დაემატა. პროგრამამ ახალი სოფლები სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების შემდეგ მოიცვა. 7 წევრი მოსახლეობამ საერთო კრებაზე დაასახელა და მათგან თავმჯდომარედ ნათია მაისურაძე შეირჩა.

სათემო კავშირმა სოფელში აქტიურად მუშაობა დაარსებიდანვე დაიწყო და რამდენიმე პროექტის განსახორციელებლად დაფინანსებაც მოიპოვა.
სათემო კავშირის ძალისხმევით, ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, 2013 წელს სოფელ უდეში წყლის გასაფილტრი მოწყობილობა გაკეთდა, რომლისთვისაც კავშირმა 8 000 ლარამდე დაფინანსება მოიპოვა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი მოსახლეობის მოთხოვნილებიდან გამომიდინარე, სათემო კავშირმა ცხოველთა სარწყულებლების პროექტებზე იმუშავა. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, სულ 26 სარწყულებელი დაიდგა, მათგან 2 კი უდის საზაფხულო საძოვრებზე.

"როცა პირუტყვი საბალახოდ იყო გასული, წყლის დალევას ვერ ახერხებდა. ამიტომ ხშირად მოსახლეობა თავად აზიანებდა მინდორში გამავალ წყლის მილებს, რომ იქიდან წყალი ამოსულიყო და პირუტყვს დაელია. ახლა საძოვრებზეც დავდგით სარწყულებლები და სოფელი კმაყოფილია“, – ამბობს ნათია მაისურაძე.

უდეს სათემო კავშირმა პროგრამის დაფინანსება 2016 წლისთვისაც მოიპოვა. ამჯერად, თემის წევრებმა პრიორიტეტად საბავშვო–გასართობი მოედნის მოწყობა შეარჩიეს.

"ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მათ სკვერი უნდა შემოღობონ, ჩვენ კი იქ სათამაშო მოწყობილობებს დავამონტაჟებთ. პროექტი უკვე გამარჯვებულია კონკურსში და დაფინანსებას ელოდება უახლოეს პერიოდში“, –აღნიშნავს სათემო კავშირის თავმჯდომარე.

წინუბნის სათემო კავშირი „წინუბანი“

წინუბნის სათემო კავშირმა თანამონაწილეობრივი გრანტით ორი პროექტი წარმატებით უკვე დაასრულა. კავშირი 2013 წელს შეიქმნა.
წინუბნის მკვიდრი ოგანეს ბალასანიანი ამბობს, რომ სათემო კავშირის შექმნამ მათ სოფელში ინფრასტრუქუტული პროექტების განხორციელებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

"პირველ წელს, რიტუალების სახლის იატაკი შევაკეთეთ, დაახლოებით 5,000 ლარის ფარგლებში. შემდეგ წელს კი უფრო დიდი პროექტი დაგვიფინანსდა, დაახლოებით 14,000-ლარიანი, მთიდან წყლის გამოყვანას მოვახმარეთ. სამუშაოებში თვითონ სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ ჩართულები. ეს პროგრამა რომ აკეთებს საქმეს ჩვენთვის, ჩვენც უნდა დავეხმაროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში“, – ამბობს წყალთბილას საკრებულოს სოფელ წინუბნის მკვიდრი ოგანეს ბალასანიანი.

მისივე განმარტებით, იმ ფაქტორმა, რომ სამუშაოებში ადგილობრივები აქტიურად არიან ჩართულები, მათ სოფლის ქონებაზე ზრუნვა უფრო მეტად დააწყებინა. იგი სათემო კავშირის მუშაობას შედეგიანს უწოდებს. ამბობს, რომ მათი და რეგიონული განვითარების ასოციაციის ხელშეწყობით სოფელს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა.

რეგიონული განვითარების ასოციაცია და ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა

პროგრამა - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია ბი პი-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC), სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) და მისი გაფართოების (SCPX) კომპანიებში.
რეგიონული განვითარების ასოციაცია ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივას 2011 წლიდან სამცხე–ჯაავხეთის 28 სოფელში ახორციელებდა, 2013 წლიდან მას კიდევ 5 სოფელი დაემატა. ამ დროისათვის, ასოციაცია პროექტებს ადიგენის 4, ბორჯომის 8 და ახალციხის 21 სოფელში ახორციელებს.

პროგრამის ერთ–ერთი მიმართულების ფარგლებში, სოფლებში უკვე არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა–რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სათემო კავშირების ხელმძღვანელობით ხორციელდება.

ასოციაცია საგრანტო კონკურსებს წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე აცხადებს. ამ ეტაპზე, RDA-ში პროექტები უკვე მიღებულია და გამარჯვებულებიც გამოვლენილია.

„ჩვენ სადაც ვმუშობთ, ყველა სოფელში არის სათემო კავშირი. გაზაფხულსა და შემოდგომით სათემო კავშირი ატარებს სოფლის კრებას, სადაც განიხილება ყველა პრობლემური საკითხი, რისი მოგვარებაც სურს სოფელს. წელს 33 სოფლიდან სულ 20 საკონსკურსო განაცხადი იყო შემოტანილი. 10 სოფეელმა შეძლო გამარჯვება და დაფინანსდება“, – ამბობს RDA-ის თემის განვითარების ოფიცერი ზურა იოანიძე.

იმისთვის, რომ ორგანიზაციაში სათემო კავშირის მიერ წარდგენილი პროექტი განიხილონ, აუცილებელია, დოკუმენტაციას თან სოფლის მაცხოვრებელთა 60%–ის ხელმოწერა ახლდეს.

ასოციაციის წარმოამდგენლები სათემო კავშირის წევრებთან თანამშრომლობას მთელი წლის განმავლობაში აგრძელებენ. ორგანიზაცია ზედამხედველობას, როგორც პროექტების დაწყების, ასევე მიმდინარეობისა და მისი დასრულების შემდეგაც ახორციელებს.

„ჩვენი პროგრამის მიზანია სოფლებში ორგანიზაციული ინსტიტუტების გაძლიერება, თემის ჩართულობის გაზრდა და სოციალურ ეკონომიკური პრობლემების ეტაპობრივი მოგვარება. მთავარია სოფელმა თავად აარჩიოს პრიორიტეტი და განმახორციელებელი, დანარჩენს ჩვენი დახმარებით მიიღებენ“ - ამბობს პროგრამის მონიტორინგის და შეფასების მენეჯერი ლევან გოგიჩაძე.

პროგრამა აღნიშნულ სოფლებში სხვა მიმართულების პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის მცირე დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა, ჩითილების მწარმოებელი სადემონსტრაციო მეურნეობების მოწყობა და სხვა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა პრობლემები გადაჭრა BP-მ მესხეთის სოფლებში (R)
BP ქალების ჩართულობისთვის (R)
რა პროექტები ხორციელდება ბი–პის დახმარებით სამცხე–ჯავახეთის სოფლებში (R)
სათემო ცენტრი, რომელიც ქალებმა ქალებისთვის, თანაც სოფელში დაარსეს [Video]
ადიგენში არსებულ ეკო–დერეფანს ადგილობრივები დაიცავენ
'მთის ამბები' იწვევს ახალგაზრდებს სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად
ეკოკორიდორების მოსაწყობად ადიგენის სოფლების სათემო კავშირებთან შეთანხმება გაფორმდა[R]