FM97.5 / LIVE

საარჩევნო ტემპერატურა ახალციხეში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 15.06.2016
წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადებიდან, ერთ კვირაში, ახალციხეში მოხალოებული არჩევნების ჯერ არაფერი იგრძნობა.

საარჩევნო ტემპერატურა ახალციხეში

15 ივნისის მდგომარეობით, ახალციხეში 8 პოლიტიკური პარტია მუშაობს, ამათგან, ორი ოფისის გარეშე. ახალციხეში ოფისები მხოლოდ: „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალ პოლიტიკურ ცენტრს - გირჩს“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს გახსნილი.

მიუხედავად ოფისების სიმრავლისა, აქტიურ საარჩევნო პროცესებში ჯერ მხოლოდ ორი პარტია: "გირჩი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაება.

„მოსახლეობასთან ურთიერთობა მუდმივად გვქონდა, თუმცა, ამას ოფიციალური სახე 9 ივისიდან მივეცით“, - ამბობს, „ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის“ რეგიონული კოორდინატორი კობა გორგოძე.

პარტიას ჯერ მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაუსახელებია: „ჯერ ამ თემაზე ვმუშაობთ, წინ საკმარისი დრო გვაქვს“.

"გირჩისგან" განსხვავებით, მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე დაასახელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. კანდიდატების ოფიციალურად წარსადგენად, რამდენიმე დღის წინ სამცხე–ჯავახეთს პარტიის ლიდერები, დავით ბაქრაძე და ნიკა მელია სტუმრობდნენ.

„ამ შეხვედრით ოფიციალურად დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია“, – ამბობს პარტიის მაჟორიტარობის ერთ–ერთი კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი.

ჯერ არც კანდიდიდატები დაუსახელებია და არც კონკრეტული პროგრამით წარმდგარა მოსახლეობის წინაშე მმართველი პარტია. „ქართულ ოცნებაში“ ჯერ ცენტრალური ოფისიდან მითითებებს ელოდებიან. მიუხედავდ იმისა, რომ პარტიული ოფისი ახალციხეში არსებობს, ჯერ მის ამოქმედებას არ ჩქარობენ.

წინასაარჩევნო სამზადისს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაიწყებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, რომელსაც პარტიული ოფისი ახალციხეში უკვე დიდიხანია აქვს.

„ველოდებით თბილისიდან პარტიის ლიდერებს და გეგმებზე მაშინ შევთანხმდებით, ალბათ კანდიდატებსაც დავასახელებთ“, - გვეუბნება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური.

ცენტრალური შტაბიდან მითითებებს ელოდებიან „რესპუბლიკელებიც“.

„ჯერ ცენტრში გვეტყვიან რა უნდა გავაკეთოთ და დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას“,-ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იოსებ კაპანაძე.

ჯერ არც პარტიული ოფისი აქვთ და არც საარჩვენო აქტივობა დაუწყიათ ახალციხეში „თავისუფალ დემოკრატებს“. თუმცა რეგიონული წარმომადგენელი შალვა გოგოლაძე ირწმუნება, რომ მათი გეგმები საზოგადოებისათვის ცნობილი ძალიან მალე გახდება: „გავხსნით პარტიულ ოფისს, კანდიდატებსაც წარვადგენთ და ჩვენს გეგმებსაც გაგაცნობთ“.

ჯერ კიდევ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების პროცესშია „პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითრებისათვის“.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ოფისი პაატა ბურჭულაძემ ახალციხეში, მიმდინარე წლის 4 თებერვალს გახსნა. თუმცა ახლა, შენობას ფონდის წარწერა უკვე მოხსნილი აქვს და როგორც პარტიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, პარტიული ოფისის ჩამოსაყალიბებლად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ დეტალების მოგვარების შემდეგ წინასაარჩვენო კამპანიას დავიწყებთ“,- ამბობს „პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითრებისათვის“ წარმომადგენელი კახა ბერიძე.

რამდენიმე თევა პარტიული ოფისი აქვთ, თუმცა ჯერ აქტიური საარჩევნო პროცესი არ დაუწყიათ „პატრიოტტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს. პაატა ბურჭულაძის პარტიის მსგავსად, ისინც ჩამოყალიბების პროცესში არიან.

ალიანსს რამდენიმე დღის წინ ხუთი პარტია „პარტია თავისუფლება“, „თავისუფალი საქართველო“, „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ შეუერთდა და ბლოკად „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციად“ გადაკეთდა, რამაც მისი წარმომადგენელების თქმით, საარჩევნო აქტივობების დაწყება გააჭიანურა.

„როდესაც პარტია დაკომპლექტების პროცესს დაასრულებს, მთავარ მიზნებსა და პრიორიტეტებს გაგაცნობთ“, - ამბობს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ ინასარიძე.

2016 წლის საპარალმენტო არჩევნებისთვის კიდევ რომელი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან ახალციხეში, ჯერ პროგნოზი ნაადრევია. ქალაქში პოლიტიკური ტემპერატურა ჯერ დაბალია.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩვენო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულებებს მოაწერა. საპარლამენტო არჩევნები კი 8 ოქტომბერსაა დანიშნული.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე
პოლიტიკური დუმილი ახალციხეში
პარტიები ყრილობების, მოქალაქეები კი პარტიების გააქტიურების მოლოდინში [Photo/Video]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
პოლიტიკური პარტიები სამცხე–ჯავახეთში არჩევნებამდე 46 დღით ადრე
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს