FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ნაძვის ხე ყოველწლიურად მეჩხერდება

მთავარისაზოგადოება 28.12.2012
მესამე წელია, ახალქალაქში ერთსა და იმავე ნაძვის ხეს დგამენ. წელს ნათურებიანი თეთრი ნაძვის ხე მხოლოდ ნაწილობრივ ანთია.

ახალქალაქის ნაძვის ხე ყოველწლიურად მეჩხერდება
სამი წლის წინადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თეთრნათურებიანი ნაძვის ხე და კიდევ რამდენიმე ნათურა ქალაქის მოსართავად და სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საკმარისი იქნებოდა. ეს ნაძვის ხე, ყოველ წელს, კულტურის სახლის ახლოს იდგმება. რამდენიმე სანათი დამაგრებულია მოედანზე, სადაც შეყვითლებული და სანახევროდ მწყობრიდან გამოსული ნაძვის ხე დგას. სულ ეს არის ქალაქის საზეიმო მორთულობა.

რადიკალურად განსხვავებულია მდგომარეობა რეგიონის სხვა ქალაქებში. ნინოწმინდაში ყოველ წელს ცოცხალ ნაძვის ხეს დგამენ. ასპინძა ნაძვის ხის გარდა ფერად-ფერადი ნათურებითაა მორთული. გაცილებით უკეთესი ნაძვის ხე დგას ახალციხეში, ქალაქის ცენტრში. ქუჩები კი სადღესასწაულო გირლანდებითა და ნათურებითაა მორთული. ახალქალაქში კი თვალში მხოლოდ მცირერიცხოვანი ნათურები მოგხვდებათ, რომელიც აქ ზაფხულშიც ეკიდა და ხელოვნური, თეთრი ნაძვის მსგავსი ხე, რომელიც ღამ-ღამობით ნაწილობრივ ანათებს. ქალაქის სხვა ნაწილებში არანაირი სადღესასწაულო მორთულობა არ არის და თავად ქალაქის მცხოვრებლები რთავენ საკუთარი სახლების ფანჯრებს ფერადი ნათურებითა და ნახატებით. გამგეობის ერთ-ერთი ჩინოსნის თქმით, მათ ქალაქის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ მაღაზიები სადღესასწაულოდ მოერთოთ.

ახალქალაქის მცხოვრებლები, როგორც ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, უკმაყოფილებას მხოლოდ მაშინ გამოხატავენ, როცა ამის შესახებ კითხავ. პირველ წელს ნაძვის ხე ძალიან მოსწონდათ, რადგან ახალი იყო, ღამით ყველა ნათურა ენთო, თუმცა, დღისით მაინც დიდად მოსაწონი არ იყო. თანაც იმ წელს თბილისშიც ყველგან ასეთივე ნაძვის ხეები იდგა. შარშან ნათურების ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა და ნაძვის ხე უკვე აღარ ალამაზებდა ქალაქს, წელს კი მისი მდგომარეობა კიდევ უარესია.

ხალხი, ვისაც ნაძვის ხეზე აზრი ვკითხეთ, ასე გვპასუხობდა:

„საინტერესოა, არ შეიძლება ნაძვის ხე ქიმწმენდაში ჩააბარონ?“.

„თქვენ ნაძვის ხეს და სხვა მორთულობას ხედავთ? პირადად მე ვერაფერს ვხედავ“.

„მე ის არ მომწონს“, - გვიპასუხა ერთმა სკოლის მოსწავლემ.

„ეს უნდა მომწონდეს? ეს საერთოდ ნაძვის ხეა? ესაა დაცინვა და არა ნაძვის ხე, სხვა ქალაქებში ნაძვის ხეები დგას, აქ კი ცოცხია“.
„კარგი იქნებოდა, ერთხელ მაინც ნორმალური ნაძვის ხე დაედგათ, რათა შობის განწყობა გვეგრძნო”, - ასეთი იყო მათი აზრი სადღესასწაულო მორთულობაზე.

ქალაქის სადღესასწაულო მორთულობის საკითხის გასარკვევად კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს ვალერი სტელმაშოვს მივმართეთ, რომელმაც ეკონომიკის სამსახურში გადაგვამისამართა. ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელის ვაან ბატოიანისგან კი შევიტყვეთ, რომ წელს ახალი აღარაფერია მოსალოდნელი. ბიუჯეტში ქალაქის მოსართავად ან საახალწლო და საშობაო ნაძვის ხისთვის ხარჯები გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენთან ეს ნაძვის ხე დგას. გამგეობამ ახალი ნაძვის ხისთვის თანხა არ გამოყო. ეს ნაძვის ხე 3 წლისაა“, - გვითხრა ვაან ბატოიანმა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კიდევ რაიმეს გაკეთება, უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა მომავალ წელს მაინც გაითვალისწინებს ქალაქის მოსახლეობის სურვილს და ბოლოს და ბოლოს პატარებს ლამაზი ნაძვის ხითა და ქალაქის ფერად-ფერადი მორთულობით გაახარებს.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნაძვის ხე დადგეს
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს განათდება
ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

ახალციხეში ნაძვის ხეს რთავენ [Photo]
ახალციხის სკვერში ნაძვის ხეები დარგეს
მთავარი ნაძვის ხეები სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში
ახალციხის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა [Photo]