FM97.5 / LIVE

ასპინძაში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

ასპინძაში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დღეს სამუშაო პროცესს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ასპინძაში რაგბის სტადიონამდე მისასვლელ არსებული გზაზე ამჟამად გრუნტის საფარია, მისი სიგრძე 2 კმ-ს აღემატება, შესაბამისად ამ გზით სარგებლობისას, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, სირთულეები ექმნებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს ისე ავტომობილებს.

"პროექტი ითვალისწინებს 2 ფენიანი ა/ბეტონის საფარის დაგებას, რომლის სიგანე 6 მ იქნება. გზის ვაკისიდან, წყლის არინების მიზნით, ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა და ჩატარდება შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები. ობიექტზე დასაქმებულია 30 - მდე ადამიანი და სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს", – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარს სცდება.

[sknews.ge]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხიდან საფარამდე მისასვლელი გზა  10 წუთში დაიფარება
ასპინძაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საფარის გზის მშენებლობა დასრულდა
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
გიორგი კვირიკაშვილი:  საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით
ასპინძაში სარეაბილიტაცო სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს